სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

Etaloni.ge მორიგ შემოქმედებით აქტივობას იწყებს - საზაფხულო ინიციატივა მოსწავლეებისათვის!
03-07-2018
-
+


საგანმანათლებლო სექტორის პოპულარიზაციისა და გააქტიურების საიტი Etaloni.ge მორიგ შემოქმედებით აქტივობას იწყებს - საზაფხულო ინიციატივა მოსწავლეებისათვის !

გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური და Etaloni.ge-ს საშუალებით მოუყევი ყველას შენი სკოლისა თუ სოფლის/ქალაქის გამორჩეული ამბების შესახებ. მთელი ზაფხულის განმავლობაში, საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებს საშუალება გეძლევათ, გახდეთ  ჟურნალისტები და Etaloni.ge-ს საშუალებით თქვენი რეგიონის/რაიონის გამორჩეული ადგილები მთელ საქართველოს ფოტო ან ვიდეო სიუჟეტის საშუალებით გააცნოთ. 

ინიციატივაში ჩართვა საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას შეუძლია. ამისათვის საჭიროა საინტერესოდ მოგვიყვეთ, ვიდეო ან ფოტორეპორტაჟის სახით მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი მხარის გამორჩეული ღირსშესანიშნაობების შესახებ.

განსაკუთრებულად საინტერესო მასალები Etaloni.ge-ზე გამოქვეყნდება და მას არა მხოლოდ მთელი საქართველო, არამედ უცხოეთში მცხოვრები არაერთი ქართველი გაეცნობა!

მოგვაწოდეთ ფოტოები და ვიდეოები ელ. ფოსტაზე: info@etaloni.ge ან Etaloni.ge - ს ფესბუქ გვერდზე შეტყობინების საშუალებით. თან მოგვწერეთ სახელი, გვარი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.

შენიშვნა: ფოტოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს და თითოეულს თან უნდა ახლდეს მცირე აღწერილობა. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

ფოტო/ვიდეო სიუჟეტის გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს. მიღებული ფოტოები და ვიდეოები განთავსდება გამომგზავნის და მისი სკოლის სახელით.

ფოტოსა და ვიდეოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს.

Etaloni.ge-ს საზაფხულო ინიციატივა გაგრძელდება 9 სექტემბრის ჩათვლით.

წარმატებებს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება