სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის ეზოში​ პირველკლასელებმა პირამიდული კვიპაროსის ხეები დარგეს
13-11-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს. 

პატარები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ და სკოლის ეზოში პირამიდული კვიპაროსის ხეები დარგეს.

ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვას დაწყებითი საფეხურიდან ასწავლიან, ამიტომ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „ჩემი პირველი ნერგი“.

პატარების მიერ ხეების დარგვა მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ „მწვანე“ აქტივობა - ის ბავშვებს უყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ბუნებასთან კავშირს და გრძელვადიან გარემოსდაცვით ცნობიერებას; ხელს უწყობს თანამშრომლობითი/ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას. მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებსა და დამფინანსებლებს; მადლობა მერის წარმომადგენელს/გამგებელს ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ბატონ ლაშა ესებუას- თანადგომისა და ხელშეწყობისთვის!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი თამარ ივარდავა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება