სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 სკოლის მოსწავლეებმა ბიოსფერული რეზერვების საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
05-11-2026
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

3 ნოემბერს, ბიოსფერული რეზერვების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც სკოლაში საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ. 

ამ დღის აღსანიშნავად სკოლაში სიმბოლური ხე შეიქმნა, რომლის თითოეულ ფოთოლზე მოსწავლეებმა ბუნების დაცვის, გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ საკუთარი გზავნილები განათავსეს. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ხოლო პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ - „დავიცვათ ბუნება დღეს, რათა ხვალ უფრო მწვანე და ჯანსაღ სამყაროში ვიცხოვროთ!“.

ბიოსფერული რეზერვების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოსისტემების შენარჩუნებას და ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის (იუნესკოს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამა - MAB) შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება