| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურებიან და ლომის წილი შეაქვთ განათლებული და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეებიც აფასებენ მათ ამაგსა და პატივს სცემენ მასწავლებლის პროფესიას.
27 ოქტომბერს სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ჯანსაღ, სითბოსა და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი.
„მასწავლებლობა მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის -ეს არის მომავლის შექმნაში მონაწილეობა, შესაძლებლობების აღმოჩენა და თითოეული მოსწავლის წარმატების ხელშეწყობა. ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სწავლა შთაგონებად, განვითარება კი - საერთო მიღწევად იქცევა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა სითბო და სიყვარული გასნაკუთრებულად ახარებთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„მინდა თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად