სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
05-10-2026
-
+


მასწავლებლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მასწავლებლობა ერთდროულად საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა.

„ყველა პედაგოგს ვულოცავ მასწავლებლის მსოფლიო დღეს და ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებასა და პროფესიულ წინსვლას.

მასწავლებლობა საპატიო და, ამასთანავე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. პედაგოგს ყოველდღიურად უწევს დიდი შრომა და მოთმინება, რადგან თითოეული მოსწავლე უნიკალურია და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ხარისხიანი განათლების მისაღებად მნიშვნელოვანია, სკოლებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რესურსები, კეთილმოწყობილი კლასები და სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება სასწავლო პროცესის ხარისხს და მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, თავისი პროფესიული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

ასევე, ვფიქრობ, რომ მასწავლებლის პროფესიის სტატუსი მარტივად მისაღწევი არ უნდა იყოს. პროფესიული სტანდარტები მაღალი უნდა იყოს, შესაბამისი კვალიფიკაციის დასადასტურებლად აუცილებელია მკაცრი და ობიექტური შეფასება, ხოლო პროფესიულ საქმიანობას უნდა ახლდეს მუდმივი თვითგანვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ვალდებულება. განათლების სფერო მუდმივად იცვლება და მასწავლებელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგების შრომის შესაბამისი და ღირსეული ანაზღაურება. მასწავლებელი დიდ დროსა და ენერგიას უთმობს არა მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებას, არამედ თითოეული მოსწავლის საჭიროებების შესწავლას, ინდივიდუალურ მუშაობას, სასწავლო მასალის მომზადებასა და მოსწავლეების მხარდაჭერას. ეს შრომა ხშირად გაკვეთილის დასრულების შემდეგაც გრძელდება. თითოეული მოსწავლე განსხვავებულია, თავისი შესაძლებლობებით, ინტერესებითა და საჭიროებებით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც საბოლოოდ უკეთესი შედეგის მიღწევას უწყობს ხელს. ამ ყველაფერს კი დიდი შრომა და პროფესიული თავდადება სჭირდება.

ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული. მასწავლებლის პროფესიის პატივისცემა ნიშნავს მომავალი თაობის განათლებისა და განვითარების მნიშვნელობის აღიარებას“, – განაცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ ნაჭყებიამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი წარმატებულია, როდესაც მოსწავლე კლასს ახალი ცოდნით, თავდაჯერებულობითა და სწავლის მოტივაციით ტოვებს“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება