| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნა.
სასკოლო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება საკუთარი პედაგოგების მიმართ. მათ მასწავლებლებს მიულოცეს პროფესიული დღე და აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მასწავლებელს თითოეული მოსწავლის განათლებასა და პიროვნულ განვითარებაში აკისრია.
ღონისძიებამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან გამოხატული ყურადღება და კეთილი სურვილები პედაგოგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აღმოჩნდა.
ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძის განცხადებით, მასწავლებლის პროფესია მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს. მასწავლებელი მოსწავლისთვის გზის მაჩვენებელი, მხარდამჭერი და მოტივატორია.
„მინდა, ყველა მასწავლებელს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად, მნიშვნელოვანი პროფესიაა. მასწავლებელი ყოველდღიურად უდგას გვერდით ბავშვებს, ზრუნავს მათ განვითარებაზე, აძლევს ცოდნას, ასწავლის პასუხისმგებლობას და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში.
ვიტყოდი, რომ დღეს, ალბათ, ყველაზე მეტად, რაც მასწავლებელს სჭირდება, არის თანადგომა. თანადგომა მოსწავლეების, მშობლების, კოლეგებისა და მთლიანად საზოგადოების მხრიდან. როდესაც მასწავლებელი გრძნობს, რომ მის შრომას აფასებენ და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია, ეს მას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს.
მინდა, თითოეულ პედაგოგს ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატება, პროფესიული წინსვლა და ბევრი ისეთი დღე, როდესაც საკუთარი შრომის შედეგს მოსწავლეების მიღწევებსა და წარმატებაში დაინახავს. ვულოცავ ყველა მასწავლებელს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მადლობას ვუხდი იმ თავდადებისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის განათლებისთვის“, – განაცხადა ოთარ ვანაძემ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი წარმატებულია, როდესაც მოსწავლე კლასს ახალი ცოდნით, თავდაჯერებულობითა და სწავლის მოტივაციით ტოვებს“
„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე
„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ