სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N46 სკოლის მოსწავლე ნუცა ქიზიყურაშვილმა ევროპის ძიუდოს კავშირის  საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
31-07-2026
-
+


ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში ნუცა ქიზიყურაშვილის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ. 

11-12 ივლისს თურქეთის ქალაქ კოჯაელში (Kocaeli, Türkiye) გამართულ, ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირზე - European Judo Union – Kocaeli Judo Hopes Tournament 2026 - მოსწავლემ საამაყოდ იასპარეზა. 

ტურნირში მონაწილეობდნენ U14 და U16 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა ძიუდოისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იყო ნუცა ქიზიყურაშვილი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ნუცას პირველ ადგილს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო ტურნირზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება