| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე:
„ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა სააქტო დარბაზის არქონაა. მისი მოწყობაა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რათა მოსწავლეებმა მეტი ღონისძიების გამართვა შეძლონ.“
მახოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე:
„მივესალმედობი მეტი ტრენინგის ჩატარებას მასწავლებელთათვის, აუცილებელია პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. სხვა მხრივ, ძალიან მინდა, სკოლაში ლაბორატორია გვქონდეს.“
საკრაულის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გურგენიძე:
„ჩემი პრიორიტეტი მეტი გადამზადებული და პროფესიონალი პედაგოგის ყოლაა. დიდი წარმატება მინდა ჩვენი სკოლისთვის.“
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე:
„ჩვენს სკოლას ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა სჭირდება, მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემაც. ვისურვებდი მეტ საინტერესო სასწავლო რესურსს სკოლაში, მართალია, ლაბორატორია და კომპიუტერები გვაქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია ბავშვების თანამედროვე ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ინოვაციური სწავლების მიდგომების დასანერგად.“
ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე:
„მეტი სერთიფიცირებული პედაგოგი, წარმატებული მოსწავლე და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა. ყველაფერი კარგი მინდა ჩვენი სკოლისთვის.“
ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი სიჭინავა:
„დიდი მოლოდინი მაქვს, რომ მეტი უფროსი მასწავლებელი მეყოლება, წელს ჩემს 6 პედაგოგს აქვს ამის შანსი. მედალოსნობის კადიდატებიც გვყავს და მომავალში მეტ წარმატებულ მოსწავლეს ველი. ინფრასტრუქტურის მხრივ სკოლა მოსაწესრიგებელია. ადგილობრივ თვითმართველობას გადაეცა ეს ფუნქცია და მეტი რეაგირების იმედი მაქვს.“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა