სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა
22-06-2026
-
+


ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს უახლოვდება, კონტინენტზე ხანგრძლივი სიცხისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
 
გამოცემა წერს, რომ ტემპერატურის მკვეთრად მომატების გამო რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებამ სპეციალური გაფრთხილებები გამოსცა, შეფერხებულია სატრანსპორტო გადაადგილება და დახურულია სხვადასხვა დაწესებულებები.
 
საფრანგეთის დიდ ნაწილში, ექსტრემალური სიცხის გამო, განგაშის უმაღლესი, „წითელი“ დონე ამოქმედდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დასავლეთით ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, ბორდოში კი რეკორდულ 43 გრადუსს მიაღწევს.
 
გაუსაძლისი სიცხის გამო, ქვეყანაში 2 600-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა ან შეიზღუდა. სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში კი მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გართულებების შედეგად უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ტემპერატურის გამო ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე ალკოჰოლის მიღება აიკრძალა.

35 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნების შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ 21 ივნისიდან რვა ქალაქში, მათ შორის ბოლონიაში, ფლორენციაში, მილანსა და ტურინში, განგაშის წითელი დონე გამოაცხადა.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ რამდენიმე რეგიონში განგაშის წითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. მათი თქმით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

„როიტერი“ წერს, რომ ტემპერატურის მატებას კონტინენტზე საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს. მეტეოროლოგების თქმით, აღნიშნული ქმნის ე.წ. სითბურ გუმბათს, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თავზე ცხელ ჰაერს აკავებს და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება