სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისწავლოთ საჯარო გამოსვლის ხელოვნება“- თბილისის N128 სკოლისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა
09-06-2026
-
+


თბილისის N128 საჯარო სკოლა, მემორანდუმის ფარგლებში, წლებია თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, პრინციპით - „სკოლა-უნივერსიტეტს და უნივერსიტეტი-სკოლას“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თანამშრომლობის ფარგლებში მეექვსე წელია ინერგება კარგი ტრადიცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სკოლა ერთობლივად ატარებენ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას - „განათლება თანამედროვეობის სამსახურში“.  

წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა სკოლისთვის მეტად აქტუალურ თემას - „ვისწავლოთ საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.  საგნობრივმა კათედრებმა შეიმუშავეს და საჯაროდ მოსწავლეებს გააცნეს საკონფერენციო საკითხთა წრე, პრობლემაზე ორიენტირებული თემატიკა, შეფასების კრიტერიუმები. 

IX-XI კლასების მოსწავლეებს დაევალათ ინდივიდუალურად და  გუნდურად დაემუშავებინათ საჯარო გამოსვლები მათთვის საინტერესო საკითხებზე და წარედგინათ სკოლის საზოგადოების წინაშე.           

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები მუშაობდნენ ინტერესით, რადგან მათ იცოდნენ, რომ შეფასდებოდნენ სკოლის გარეთ, უნივერსიტეტის შესაბამისი დისციპლინის მეცნიერების მიერ და მიიღებდნენ სასარგებლო უკუკავშირს.

პირველი ტური ჩატარდა საგნობრივი კათედრების მიერ - მათ გამოავლინეს საუკეთესო  ნაშრომები, რომლებიც გადაიგზავნა უნივერსიტეტში რეცენზირებისა და რეკომენდაციებისათვის.

კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 5 ივნისს სკოლის ბაზაზე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები: ეფემია ხარაძე, იზაბელა პეტრიაშვილი, ტატიანა შოშიაშვილი, ქეთევან ავსაჯანიშვილი, მონიკა ესებუა, დავით წამალაშვილი, ნინო ნიკოლეიშვილი, ელისაბედ ბუსხრიკიძე და ილონა ძნელაძე. 

„საინტერესო კონფერენცია გამოგვივიდა. მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები გადანაწილდნენ 7 საგნობრივ სექციაში, სადაც ყველა მონაწილემ დაიცვა საკუთარი თემა ფართო საზოგადოების წინაშე. მათ არა მარტო გამოავლინეს ცოდნის კარგი დონე, არამედ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარ-ჩვევებიც.

წარდგენილი ნაშრომების  თემატიკა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და აქტუალურობით, ეხებოდა თანამედროვეობის გამოწვევებს: გარემოს ქიმიური დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობას, წყლის ეკოლოგიური პრობლემებს, მოზარდებში მავნე ჩვევების გავრცელების პრობლემასა და ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბების გზებს, მათემატიკოსთა პრინცს - „იოჰან კარლ ფრიდრიხ  გაუსის“, უჩინარ ბარიერებს საზოგადოებაში,  საქართველოს დედოფლების, წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივებას, ჯანმრთელობასა და ეპიდემიებს, ნერვულ სისტემაზე მოქმედ ფაქტორებს, მირაჟს, ელექტრული ენერგიასა და მის გარდაქმნას ელექტრულ წრედში, მშვიდობიანი საზოგადოების საფუძველს, სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრას, გენდერული თანასწორობას და სხვა. მოსწავლეები მსჯელობდნენ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ხშირად იყენებდნენ თვალსაჩინო მასალად ფოტოებს, ცხრილებს, ამონარიდებს, თვითნაკეთ მაკეტებს, რაც განაპირობებდა აუდიტორიის მაღალ ინტერესს. უნივერსიტეტის პროფესორები პოზიტიურ და სასარგებლო რჩევებსა და  აძლევდნენ კონფერენციის მონაწილეებს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

კონფერენციის დასასრულს მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის პროფესორებმა - ევგენია ხარაძემ და იზაბელა პეტრიაშვილმა. მათ მონაწილეები-მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილდოვეს უნივერსიტეტისა სერტიფიკატებით.

სკოლამ დიდ მადლიერება გამოხატა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, განსაკუთრებით აღინიშნა პროფესორ ქეთევან ჭკუასელის ფასდაუდებელი წვლილი სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება