სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 სკოლის IV კლასის მოსწავლეებს მუსიკაში შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
09-06-2026
-
+


თბილისის N28 სკოლაში მეტად საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. 

აღსანიშნავია, მუსიკის პედაგოგ ლალი მოსიაშვილის მიერ IV კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი.

მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოადგინეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები. გაკვეთილის ფარგლებში შესრულდა როგორც აკაპელა სიმღერები, ისე ფანდურის თანხლებით წარმოდგენილი ნაწარმოებები, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.

მე-4 კლასელებმა გამოავლინეს მუსიკალური ნიჭი, შემოქმედებითი უნარები და ქართული მუსიკალური ტრადიციებისადმი სიყვარული.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათი თავდაჯერებული გამოსვლა და აქტიური ჩართულობა ქალბატონი ლალის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი შედეგია.

„ვულოცავთ ქალბატონ ლალის წარმატებულ ღია გაკვეთილს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ შემოქმედებით წარმატებას, ხოლო მოსწავლეებს - ახალი მუსიკალური მწვერვალების დაპყრობას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება