| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2026 წელს პირველკლასელთა რაოდენობა საშუალოდ 8,000 მოსწავლით, გაიზრდება - აღნიშნულის მიზეზი ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს გამონაკლისის სახით, სკოლაში ის ბავშვებიც შეძლებენ შესვლას, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.
გადაწყვეტილება მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს შეეხება
ცვლილებებმა გავლენა იქონია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
„2026-2027 სასწავლო წელს, 6 წლის ასაკის, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვთა პირველ კლასში მიღების შემთხვევაში, პირველკლასელთა რაოდენობა გაიზრდება საშუალოდ 8000 მოსწავლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026-2027 სასწავლო წელს საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება, კერძოდ, 2026 წლისთვის - 7,560.6 ათასი ლარი, რომელიც მოიცავს: ვაუჩერულ დაფინანსებას - 504.0 ათასი ლარი, სკოლების აღჭურვას დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: საშუალოდ 8000 ბუკს მოსწავლეებისთვის და საშუალოდ 200 კომპიუტერს პირველი კლასის დამრიგებლისთვის (კომპიუტერები ყოველ წელს გადაეცემათ პირველი კლასის დამრიგებლებს, რომლებიც სადამრიგებლო კლასს მიყვებიან V კლასამდე) - ერთეულის ღირებულება 738 ლარი - ბიუჯეტი 6,051.6 ათასი ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი - 320.0 ათასი ლარი, მერხი და სკამი (მერხები და სკამების შესყიდვა ხორციელდება დანაკლისისა და ცვეთის შესაბამისად.ვინაიდან, 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სკოლაში მხოლოდ 6 წლის ბავშვები მოვიდოდნენ, შევსების საჭიროება დაითვალა ამ მოცემულობით) – 685.0 ათასი“, - განმარტებულია ოფიცილაურ დოკუმენტში.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას