სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

როგორია „ეტალონის“ ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკა
03-07-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალის საპრიზო ადგილოსნების შედეგებთან ერთად უამრავ ადამიანს თითოეული კითხვის სტატისტიკაც აინტერესებს. 

ამიტომ, გასული წლის მსგავსად, გთავაზობთ „ეტალონის'' ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკას: რამდენი სწორი პასუხი დაფიქსირდა, რამდენი არასწორი, რამდენმა მოსწავლემ შეიკავა პასუხისგან თავი. ასევე თითოეული ვერსია რამდენმა აირჩია და რამდენი იყო პასუხის დაფიქსირების საშუალო დრო. 

სტატისტიკის მიხედვით, მე-6, მე-10 და მე-13 კითხვას მონაწილეთა უმრავლესობამ სწორი პასუხი გასცა, ერთ-ერთი ყველაზე რთული კი მე-18 კითხვა აღმოჩნდა. შედარებით რთული აღმოჩნდა ასევე მე-4და მე-14 კითხვები, თითოეულ ამ კითხვას არასწორი პასუხი52-მა ფინალისტმა გასცა.

მე-6 შეკითხვა 1254 წელს მონღოლების მიერ საქართველოს მოსახლეობის აღწერას ეხებოდა, მე-10 კითხვა - ლადო ასათიანის ცნობილ ლექსს „საქართველოში“, ხოლო მე-13 - ცელულოზის შემცველობას უჯრედებში.

საკმაოდ რთული აღმოჩნდა მე-18 კითხვა, რომელიც თბილისში ჩამოყალიბებული კავკასიის მუზეუმის პირველ დირექტორს ეხებოდა. ფინალისტებს ასევე გაურთულდათ მე-4 კითხვა ფიზიკიდან, ვაკუუმში ვერტიკალურად ზევით სხეულის სიჩქარის ორჯერ გაზრდისა და ასროლის სიმაღლის შესაბამისად გაზრდის შესახებ და მე-14 კითხვა, რომელიც ასევე ფიზიკიდან იყო და სხეულის თავისუფალ ვარდნას უკავშირდებოდა.

მონაწილეებმა ყველაზე სწრაფად მე-10 კითხვას უპასუხეს - საშუალოდ 4.00 წმ-ში, ხოლო ყველაზე დიდი დრო მე-3 - 8.56 წმ და მე-16 - 8.61 წმ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს დაფიქსირდა.

მე-10 კითხვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლადო ასათიანის ლექსიდან იყო. 

მე-3 კითხვაზე ფინალისტებმა, როგორც ჩანს, საშუალო მაჩვენებელზე უფრო დიდხანს იფიქრეს, თუმცა უმეტესობამ პასუხი არასწორად დააფიქსირა, კითხვა მერცხლების მიერ ზამთრის პირობების შეუგუებლობაზე იყო. ასევე საშუალოზე მეტი დრო მოანდომეს მე-16 კითხვას, თუმცა, ამჯერად უმეტესობამ სწორი პასუხი გასცა, კითხვა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე ჯაყელს ეხებოდა.

მე-6 (1254 წელს მონღოლების მიერ საქართველოს მოსახლეობის აღწერას ეხებოდა) და მე-20 კითხვაზე, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენას უკავშირდებოდა, არც ერთმა მონაწილემ არ შეიკავა თავი.

მხოლოდ 2 თავშეკავება დაფიქსირდა მე-5 კითხვაზე, რომელიც ჰემოგლობინს ეხებოდა, ასევე ორმა ფინალისტმა შეიკავა თავი მე-10 კითხვაზე(ლადო ასათიანის ლექსის შესახებ).

თითო თავშეკავება დაფიქსირდა მე-14 დამე-15 კითხვაზე.მე-14 კითხვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედარებით რთულია ღმოჩნდა და ფიზიკიდან სხეულის თავისუფალ ვარდნას უკავშირდებოდა. ხოლო მე-15 კითხვა პარიზის ძველ სახელწოდებას ეხებოდა. 


შეგახსენებთ, რომ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი რუსთაველის თეატრში გაიმართა.

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში 78 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.

გთავაზობთ ფინალისტთა შედეგებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება