სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს პოზიტიური სასწავლო გარემო: მასწავლებლის სიყვარული, მხარდაჭერა და აღიარება“ - ლია ბაზაძე, სკოლა „ცოდნას“ პედაგოგი
27-02-2026
-
+


ლია ბაზაძე, სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც მოწოდებულია ქვეყანას განათლებული და ღირსეული მოქალაქეები აღუზარდოს. 

მისი თქმით, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებას და განუვითაროს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარები.

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი ხაზს უსვამს პოზიტიური სასწავლო გარემოს მნიშვნელობას, სადაც სიყვარული, მხარდაჭერა და მიღწევების აღიარება მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს, მრავალფეროვანი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები კი თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს.

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ჩვენ, უფროსები, მასწავლებლები თავად ვაძლევთ მათ პასუხისმგებლობის პირად მაგალითს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- პოზიტიური სასწავლო გარემო: მასწავლებლის სიყვარული, მხარდაჭერა და აღიარება. მოსწავლის წარმატებაში, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის სათანადო ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს მის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებას, უვითარებდეს შეძენილი ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვებებს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია თანამშრომლობა, სხვებთან ერთად მუშაობის სურვილი საერთო მიზნის მისაღწევად. მეგობრობა, ერთმანეთის მხარდაჭერა აძლიერებს მოსწავლეს და უკეთ ავლენს თავის შესაძლებლობებს.

-  სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობებითაა წახალისებული, მოსწავლეს აქვს თვითრეალიზაციის საშუალება.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლემ კარგად უნდა გაიაზროს როგორც საკუთაერი, ასევე საერთო პასუხისმგებლობა სწავლა-სწავლების პროცესში. ამაზეა დამოკდიებული მეტწილად მოსწავლის წარმატება.

-ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- დედამ და ჩემმა მასწავლებლებმა. მადლობა მათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება