სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო ფორმის ფასზე მინისტრის მოადგილე კითხვას პასუხობს
01-03-2026
-
+


სკოლებში ფორმების დანერგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ისიც გაირკვა, რომ მას მშობლები შეიძენენ. რა თანხებთან იქნება დაკავშირებული სასკოლო ფორმები? - ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება და ამიტომ, დეტალების გარკვევა განათლების მინისტრის მოადგილესთან, თამარ მახარაშვილთან ვცადეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ფორმების მიმართულებით სამინისტროს აბსოლუტური მზაობა აქვს“.

„თქვენ იცით, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმა მრავალეტაპიანია, თუმცა არის საკითხები, რომელიც 2026 წლის სექტემბრიდან შედის ძალაში და მათ შორის არის ფორმები, პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი, ასევე 15 სექტემბერს ვინც 6 წლის იქნება, ის შევა სკოლაში - ეს ცვლილებები 2026-2027 სასწავლო წელს შედის ძალაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმების მიმართულებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზაობა. 

სამინისტროში ვმუშაობთ, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ფინანსურად, ასევე ლოკალურად ყველასთვის, არამხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ ზოგადად მოსახლეობისთვის“.

კითხვაზე თუ არის განსაზღვრული დაახლოებით რა დაჯდება ერთი წყვილი ფორმა, მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა: ამას ყველაფერს მოგახსენებთ ძალიან მალე, მაგრამ რომ ვამბობ, იქნება ხელმისაწვდომი, ეს ამას რა თქმა უნდა მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (I-VI) კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება