სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც მასწავლებელი მიმართავს მრავალფეროვან სტრატეგიებს და რესურსს“ - ქეთევან მუმლაძე, სკოლა „ცოდნას“ ქიმიის პედაგოგი
27-02-2026
-
+


ქეთევან მუმლაძე სკოლა „ცოდნას“ ქიმიის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეთა აღზრდა- განათლებას დიდი სიყვარულით ემსახურება. 

მისი თქმით, პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ბავშვების სიყვარულმა მოახდინა, დღეს კი მოწოდებულია დაეხმაროს ახალგაზრდებს რეალიზებაში და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კერძო სკოლა „ცოდნას“ ქიმიის მასწავლებელი ქეთევან მუმლაძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვთვლი, რომ მე თვითონ ყველა საკითხს ვუდგები პასუხისმგებლობით.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- პირველ რიგში საკუთრი მაგალითის მოყვანა, შემდეგ გამოჩენილი ადამინების მიერ განვლილი გზის შეფასება.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- უნარებს, რომელიც საშუალებას მისცემს მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი და მოერგოს დღევანდელ მრავალფეროვან და ცვალებად გარემოს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- პოზიტიური გარემო ხელს უწყობს მოსწავლემ თავი იგრძნობს ემოციურად უსაფრთხოდ და არ ქონდეს შიში თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

-მასწავლებელი სწავლების პროცესში იყენებს მრავალფეროვან სტრატეგიებს და რესურსს.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოების განვითარებასა და სწავლას ხელი შეუწყოს მომავალში.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- იმ ფაქტმა, რომ ბავშვების მიმართ ვგრძნობ დიდ სიყვარულს თავს ვთვლი ადამიანად, ვინც მათ დაეხმარება თავის რეალიზებაში და გადავცემ იმ ცოდნას, რომელიც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და წინსვლასა და განვითარებას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება