სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, ინტერვიუ

გაიცანით ფშაველის სკოლის დირექტორი, რომელიც კოლეგა ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულებზე სიურპრიზს უწყობს - „ასეთი ტრადიცია მაქვს“...
25-02-2026
-
+


„ზოგადი განათლების რეფორმა“ - ამ სამმა სიტყვამ და მათმა შინაარსმა სასკოლო (და არა მხოლოდ) საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა; I-VI კლასებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება (რამაც წესით თანასწორობის პრინციპების დანერგვას უნდა შეუწყოს ხელი) და საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება იკრძალება (რამაც აკადემიური მოსწრება კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს)... თუმცა საინტერესო ისაა, როგორ შეხვდნენ ამ სიახლეებს თავად ისინი, ვისაც პირდაპირ ეხება კანონმდებლობა - მოსწონთ მოსწავლეებს აკრძალვები და შეზღუდვები? - აქტუალურ საკითხებზე etaloni.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის,  ფშაველის საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი ესაუბრება:

- ბატონო არჩილ, როგორ შეხვდნენ თქვენი მოსწავლეები სასკოლო ფორმების დაწესებსა და მობილურების აკრძალვას?

- მოგეხსენებათ, ფორმები მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეხებათ და აქედან გამომდინარე, განწყობა დადებითია...

- თუმცა ისიც ითქვა, რომ შემდეგში ფორმის ტარება სავალდებულო გახდება უფროსკლასელებისთვისაც...

- სხვათა შორის, უფროსკლასელებიც ეთანხმებიან ამ რეგულაციას, ოღონდ, სხვა მოსწავლეებზე (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით)... პირად საუბრებში ისიც უთქვამთ, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რადგან არავინ იფიქრებს, ვის რა ბრენდის სამოსი აცვიაო.

- მობილურების აკრძალვასაც მიესალმებიან? მით უმეტეს, გაკვეთილებზე მსგავსი მოწყობილობების გამოყენება აქამდეც დაუშვებელი გახლდათ

- ტელეფონებს რაც შეეხება, აკრძალვას ნამდვილად არ შეხვდნენ დადებითად და ამას თავისი მიზეზი აქვს: შენობა არ გვაქვს და მეზობელი სოფლის სკოლაში ვართ „შესახლებულები“... 7 კილომეტრით ვართ დაშორებულები და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტით უზრუნველყოფა ხდება, მშობლებს და მოსწავლეებსაც, სჭირდებათ კომუნიკაცია შვილებთან. თუმცა ვფიქრობ, ეს საკითხი მაშინვე დარეგულირდება, როგორც კი საკუთარი შენობა გვექნება.

- საინტერესოა, რეგულაციის აღსრულება როგორ იგეგმება. სკოლებში ერთგვარი სეიფები მოეწყობა?

- როგორც გვითხრეს, ხის ყუთები დაიდგმება კლასებში, სადაც ბავშვები მობილურებს მოათავსებენ, გასაღები კი ალბათ დამრიგებელს ექნება. სამინისტრომ უკვე მოითხოვა კლასების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა, ყუთების დიზაინი კი პირადად არ მინახავს.

- სკოლის შენობა ახსენეთ, რა ეტაპზეა ახლა საკითხი?

- წლებია ამ მდგომარეობაში ვართ... თან არცთუ მცირე რაოდენობა გვყავს. იმედია, მალე დავბრუნდებით მშობლიურ კედლებში. ამჟამად სხვა სკოლაში ვართ და ეს ართულებს სხვადასხვა აქტივობის ჩატარებას. გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება და ალბათ ამჯერად მხოლოდ საკლასო ოთახებში თუ მოვაწყობთ მცირე ღონისძიებებს.

- ბატონო არჩილ, რადგან ასეთ პირობებში წარმართავთ სასწავლო პროცესს, გაზაფხულის დღესასწაულებს  თქვენს კოლეგებსა და პედაგოგებს, etaloni.ge-ს საშუალებით ხომ არ მიულოცავდით...

- სიამოვნებით... ყველა მასწავლებელს, ყველა დირექტორს, ყველა ქალბატონსა და ყველა დედას ვულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულებს... აქვე გეტყვით, რომ ამ დღეებში სიურპრიზების მოწყობა მიყვარს კოლექტივისთვის... შარშან მცირე სუვენირები გადავეცი ჩვენივე ძალებით მოწყობილ ე.წ. კორპორატიულ წვეულებაზე, ოღონდ არ იცოდნენ, სუვენირები ჩემგან რომ იყო... „საიდუმლო“ კი მალე გამჟღავნდა. სამაგიეროდ ლამაზი მოგონება დაგვრჩა ყველას.

- წელსაც აპირებთ სიურპრიზის მოწყობას თქვენი კოლეგებისთვის?

- თუ ვიტყვი, სიურპრიზი აღარ გამოვა... ყველა ქალბატონს ვულოცავ 3 და 8 მარტს, საუკეთესო სურვილებით - როგორც ხელმძღვანელს კი მიმაჩნია, რომ პოზიტიურ გარემოს მხოლოდ მოსწავლეთა კარგი ყოფაქცევა და მაღალი აკადემიური მოსწრება კი არა, თითოეული ნიუანსი განაპირობებს და ამ მცირე ნიუანსების შემოქმედნი ჩვენ უნდა ვიყოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება