| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეა ბჟალავა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელია, რომელიც მოწოდებულია ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს.
„ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურვილმა, ადამიანის განვითარებაში შემეტანა წვლილი და ცოდნით სხვისი მომავალი შემეცვალა“, - აღნიშნავს პედაგოგი და ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს.
-მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- საკუთარ ქცევაზე პასუხისგებას, შეცდომის აღიარებას და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ვაჩვევთ.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და იმ გარემოს მხარდაჭერა, სადაც მისი ძალისხმევა ფასდება და წახალისებულია.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- პასუხისმგებლობის გრძნობას, კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს და ცხოვრებისეულ ღირებულებებს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- აყალიბებს ნდობას, ურთიერთპატივისცემას, თანადგომის კულტურას და ეხმარება მათ როგორც პიროვნულ, ისე აკადემიურ განვითარებაში.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე აქტიურად არის ჩართული პროცესში. საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავს და ცოდნას რეალურ ცხოვრებას უკავშირებს.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- არის დამოუკიდებელი აზროვნება და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- სურვილმა, ადამიანის განვითარებაში შემეტანა წვლილი და ცოდნით სხვისი მომავალი შემეცვალა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა