სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგიკაში დისბალანსია - სხვაობა კურსდამთავრებულებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის 1815-ია
01-03-2026
-
+


„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება... იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე. კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში, საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შრომის ბაზარზე, მაშინ, როცა 3 600 იურისტი აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2 050. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რამდენად აუცილებელი იყო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის დოკუმენტის პრეზენტაციაზე.

კვლევაში განმარტებულია, რომ საშუალო სკოლის პედაგოგების რაოდენობა ვერ ავსებს არსებულ ვაკანტურ ადგილებს - სხვაობა ბაზრის მოთხოვნასა და კურსდამთავრებულთა შორის 1815-ს შეადგენს. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მომდევნო 5 წელიწადში, საჯარო და კერძო სექტორში, უმაღლესი განათლების მქონე 64 095 კადრზე იქნება მოთხოვნა. მათ შორის იქნებიან საშუალო სკოლის მასწავლებლები 6,149, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები 4,761, ექთნის დამხმარე სპეციალისტები 2.781, ექიმი-სპეციალისტები 2.701, მშენებლობის მენეჯერები 1,710, პროგრამისტები 1,691, პროფესიული განათლების მასწავლებლები 1,655, მშენებლობის ზედამხედველები 1,299, ელექტროტექნიკოსები 1,124, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები 1,008.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება