სიახლეები
სიახლეები, სკოლები, საინტერესო

„უდიდესი ამაგი აქვთ მასწავლებლებს თითოეულ მოსწავლეზე“... - გაზაფხულის დღესასწაულებს სკოლის დირექტორები კოლეგებსა და ქალბატონებს ულოცავენ
27-02-2026
-
+


მალე გაზაფხული შემობრძანდება, 3 და 8 მარტის დღესასწაულებით. საქართველოს სკოლებში ამ დროს განსაკუთრებული განწყობა და ჟრიამულია... ბავშვებიც, მასწავლებლებიც, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ცდილობენ, სხვადასხვა აქტივობითა თუ ღონისძიებით კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერონ მშობლიური სკოლის ისტორიაში. Etaloni.ge-მ, ტრადიციულად, დირექტორებს მიმართა კითხვით - როგორ აპირებენ გაზაფხულის დღესასწაულების აღნიშვნას? გაირკვა, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებაში მთავარი ადგილი „დედის დღეს“ უჭირავს და 3 მარტისთვის ბავშვებიც განსაკუთრებულად ემზადებიან.

როგორ აღინიშნება საქართველოს სკოლებში 3 და 8 მარტი - ამოიკითხავთ სტატიაში, რომელსაც ფონად სკოლის ლიდერთა მილოცვა გასდევს - ხელმძღვანელები კოლეგებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სრულიად საქართველოს, გაზაფხულის დღესასწაულებს სიტყვებით ულამაზებენ. 

გია ჯოხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი:    

გაზაფხულის დღესასწაულები ჩვენთან ტრადიციულად აღინიშნება, სხვადასხვა, მრავალფეროვანი აქტივობით... მსურს, ყველა ქალბატონს წინასწარ მივულოცო, ჩემს კოლეგა ქალბატონებს კი განსაკუთრებით ვულოცავ „დედის დღეს“ - მიმაჩნია, რომ მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებს უნდა გაუწიონ დედობა სკოლაში, ამიტომ მინდა, ყველა მოსწავლე ბედნიერი გვყავდეს.

ხათუნა გავაშელაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის თუზის საჯარო სკოლის დირექტორი: 

წელსაც არ ვღალატობთ ტრადიციას - გაზაფხულის დღესასწაულებს მასშტაბურ ღონისძიებებს ვუძღვნით... სამი კორპუსი გვაქვს და სამივე ჩართული იქნება აქტივოებებში. ბავშვები შექმნიან ხელნაკეთ მისალოცებს, წარმოადგენენ  შემოქმედებით აქტივობებს და  სიყვარულით გავუზიარებთ ერთმანთს დადებით ემოციებს. პირადად კი, ვულოცავ ყველა ქალბატონს და განსაკუთრებით დედებს, რომელთათვისაც შვილების ბედნიერება უმთავრესია - ყველა დედა ბედნიერი უნდა იყოს.

ცირა ბოცვაძე, გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი:

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა, ოჯახის მნიშვნელობის დაფასება და სითბოს გაზიარება. სხვადსხვა კლასში აქტიურად აღინიშნება ეს დღესასწაული და მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ის აქტივობები, რომელიც მასწავლებელთა ორგანიზებით ტარდება. მე კი ყველა ქალბატონს ბედნიერ დედობას ვუსურვებ...

ნარგიზ ხორგუანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი:

წინასწარ ვულოცავ ყველა ქალბატონს, ჩემს კოლეგებს „დედის დღეს“ და 8 მარტს - ვუსურვებ, ბედნიერი დედები ყოფილიყვნენ... დღესასწაულებს სკოლაში აღვნიშნავთ და ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა  კი „დედის დღეს“ აქვს - მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, რათა მადლიერება და პატივისცემა გამოხატონ დედების მიმართ. ტარდება თემატური ღონისძიებები, სადაც ბავშვები კითხულობენ ლექსებს, მღერიან სიმღერებს და ასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.

სპარტაკ გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენი პედაგოგების უშუალო ჩართულობით, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებს წარმოგვიდგენენ და კიდევ ერთ დღეს გაულამაზებენ ყველა ქალბატონს, რომელთაც მეც წინასწარ ვულოცავ და ღირსეულ დედობას ვუსურვებ.

ჩვენთან გაზაფხულის დღესასწაულების აღნიშვნა უკვე ტრადიციადაა დამკვიდრებული და მოხარული ვარ, რომ ბავშვებისთვის ამ ტრადიციას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

მერაბ ძაძამია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებთან ერთად, ყოველთვის ცდილობენ ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული  შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნონ, განსაკუთრებით ემოციური კი დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატებთ და ჩვენი ბავშვები კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გამოხატავენ მადლიერებას როგორც თავისი დედიკოების, ისე ქალი მასწავლებლების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მათ ცხოვრებაში.

მე კი ყველა ქალბატონს ვულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულებს...

ფატიმა თეთრაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი:

გაზაფხულის დღესასწაულებს ჩვენს სკოლაში, ალბათ, ისევე როგორც ყველგან, განსაკუთრებული განწყობა შემოაქვს. ამიტომ ბავშვებს ძალიან უხარიათ თემატურ აქტივობებში მონაწილოება. მსურს, ყველა ქალბატონს, etaloni.ge-ს საშუალებით, მივულოცო ეს ლამაზი თარიღები, ბავშვები კი, დარწმუნებული ვარ, თავისი შემოქმედებით, ნამდვილად გაგვახარებენ.

მაია ფანგანი, მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის დირექტორი:

დედის დღეს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღვნიშნავთ. მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, რათა მადლიერება და პატივისცემა გამოხატონ დედების მიმართ. წელსაც ჩავატარდებთ თემატური ღონისძიებებს, სადაც ბავშვები წაიკითხავენ ლექსებს და შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.

ლონგინოზ თოდუა,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:

დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, „დედის დღეს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომც ემზადებიან განსაკუთრებულად... ჩავატარებთ აქტივობებს, ბავშვები მიუძღვნიან ლექსებს, სიმღერებს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მადლიერებას ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანის - დედის მიმართ.

ციცინო ფანგანი, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლის დირექტორი:  

მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა და სხვადასხვა თემატური აქტივობების ჩატარება სკოლებში აუცილებელია, რადგან მომავალი თაობები სწორედ ამ ღირებულებებზე იზრდებიან. პატარები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია დედა მათ ცხოვრებაში, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი ყოველი ლექსი, სიმღერა თუ ხელნაკეთი მისალოცი ბარათი კი ეხმარება გაიაზრონ, რამხელა სიყვარულის მატარებელია დედაშვილობა.

მადონა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

საგაზაფხულო დღესასწაულებს ყოველთვის აღვნიშნავთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებითა და ღონისძიებებით, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, ამიტომაც ვცდილობთ შეძლებისდაგვარად გავანებივროთ ჩვენი მოსწავლეები.  

ლეილა ხვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის იელის საჯარო სკოლის დირექტორი: 

დედის დღეს ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის აღნიშნავენ - ეს ერთგვარი ტრადიციაა, რა დროსაც პედაგოგთა ჩართულობით, წარმოაჩენენ შემოქმედებით უნარებს, ამზადებენ ხელნაკეთ ბარათებს და მერწმუნეთ, იმაზე დიდი საჩუქარი არც მასწავლებლისთვის, არც მშობლისთვის არ არსებობს, ვიდრე ჩვენი ბავშვების პატარა ხელებით და დიდი სიყვარულითაა შექმნილი სიმბოლური საჩუქარია.

ნაზი ქამადაძე, ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

გაზაფხულის დღესასწაულებს შიდასასკოლო აქტივობებს მივუძღვნით... სხვაგვარად წარმოუდგენელია - დედის დღე ჩვენი ბავშვებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც დარწმუნებული ვარ, წელსაც ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით იქნება გაჯერებული.

ელისო გულედანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველ ყოვლისა, ვულოცავ ყველა ქალბატონს, ყველა დედას გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულებს... მსურს, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ჩემს კოლეგებს... ტიტანურ შრომას გადიან მასწავლებლები ყოველდღიურად და უდიდესი ამაგი აქვთ თითოეულ მოსწავლეზე. ჩვენ ღონისძიებებით შევეგებებით გაზაფხულის ამ ლამაზ დღეებს და მოსწავლეები კიდევ ერთხელ ეტყვიან დედიკოებს, რომ ძალიან უყვართ.

სოფიო ყალიჩავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გაზაფხულის დღესასწაულებს ჩვენთვის... ვულოცავ ყველა ქალბატონს, ჩემს კოლექტივს ამ ლამაზ თარიღებს. ყველა მოსიყვარულე დედა ბედნიერი უნდა იყოს და მათ აუცილებლად მივუძღვნით ღონისძიებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, ლამაზი ასოებით ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში.

ციოყ წერედიანი,  მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ საგაზაფხულო დღესასწაულებს, ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი. დედის დღეს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ვეგებებით. მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, რათა საკუთარი მადლიერება და პატივისცემა გამოხატონ დედების მიმართ.

მანანა სიჭინავა, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად ყოველ წელს აღვნიშნავთ გაზაფხულის ამ შესანიშნავ დღესასწაულებს. ვატარებთ აქტივობებს, რომელიც სახალისოთან ერთად, განმავითრებელია მოსწავლეებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ასეთ დროს, ჩვენი ბავშვები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ დედა ყოველი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია

მანდატურის სამსახურმა ვაკანსია 64 ახალი კადრის მისაღებად გამოაცხადა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - წელს ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამაზე ვეღარ ჩააბარებთ

ცვლილებაა - უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება