| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლეილა ტურძელაძე სკოლა „ცოდნას“ მათემატიკის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს სასწავლო პროცესს აღმოჩენებითა და სიახლეებით უმრავალფეროვნებს, მომავალ თაობას ცოდნასთან ერთად ცხოვრებისეულ ღირებულებებს ასწავლის, პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი მაგალითით უვითრებს და წარმატებისკენ უბიძგებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ მათემატიკის მასწავლებელი ლეილა ტურძელაძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- თავად ვიქნებით პასუხისმგებლიანი.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- როცა დავარწმუნებთ, რომ ყველაფერი გამოუვა თუ მოინდომებს.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- აღზარდოს კარგ ადამიანად.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ამით სწავლობენ ურთიერთდახმარებას და ურთიერთპატივისცემას.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე რაღაც ახალს აღმოაჩენს, ან უნდა აღმოაჩინოს.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- ყურადღების და მოსმენის უნარი, გააზრების და თავშეკავების უნარი.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა შვილებმა, მინდოდა ჩემს თვალწინ გაზრდილიყვნენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
სკოლის ინიციატივით სკოლას თანამედროვე ქართველი მწერალი ლაშა მარგიანი ესტუმრა