სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დასაქმებულებიდან მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი...“ - შრომის ბაზრის კვლევის სრული დოკუმენტი და პრემიერის განმარტება
26-02-2026
-
+


თსუ-სტუ-ს გაერთიანება-არგაერთიანება, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის კვოტირების დაწესება სპეციალობების მიხედვით, 1 ქალაქი - 1 ფაკულტეტის პრინციპი... და უმაღლესი განათლების რეფორმის თანმდევი კიდევ არაერთი „ნოუ ჰაუ“, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, შრომის ბაზრის კვლევის შედეგია.

დოკუმენტის პრეზენტაციას მთავრობის სხდომა მიეძღვნა, სადაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: 

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება... იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე.

კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში, საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შრომის ბაზარზე, მაშინ, როცა 3 600 იურისტი აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2 050. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რამდენად აუცილებელი იყო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“.

რაც შეეხება თავად დოკუმენტს, ნათქვამია, რომ შრომის ბაზრის ანალიზის დროს გამოყენებული იქნა პროფესიულ ჯგუფებსა და განათლებას შორის დაკავშირების სქემა, რომელიც განსაზღვრულია დასაქმებისა (ISCO 2008) და განათლების (ISCED 2011)  საერთაშორისო კლასიფიკატორებით;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელდა „დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორით“ (ISCO 2008) განსაზღვრული პროფესიული ჯგუფების დაკავშირება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრულ სწავლის სფეროებთან​; გაანალიზდა საპროგნოზო პერიოდში მოთხოვნისა და მიწოდების (ბაკალავრის საფეხური) შესაბამისობა - ხუთწლიან და საშუალო წლიურ ჭრილში“.

საუბარია, რომ მომდევნო 5 წელიწადში, საჯარო და კერძო სექტორში, უმაღლესი განათლების მქონე 64 095 კადრზე იქნება.

მათ შორის იქნებიან საშუალო სკოლის მასწავლებლები 6,149, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები 4,761, ექთნის დამხმარე სპეციალისტები 2.781, ექიმი-სპეციალისტები 2.701, მშენებლობის მენეჯერები 1,710, პროგრამისტები 1,691, პროფესიული განათლების მასწავლებლები 1,655, მშენებლობის ზედამხედველები 1,299, ელექტროტექნიკოსები 1,124, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები 1,008.

კობახიძემ ასევე განაცხადა: „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას. ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა არის ის, რომ დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე. რეალურად ეს ადამიანები, 40 პროცენტი საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემები პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად, განვიხილოთ ამ კვლევის დეტალები თუ არის შეკითხვები, მზად ვართ, ვუპასუხოთ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაუდებელი იყო ამ ანალიზის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი აბიტურიენტების, ახალგაზრდების, სტუდენტების ინტერესები და სწორი მიმართულება მივცეთ მათ საკუთარი პროფესიული გზის არჩევისას".


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც მეორე სამსახურში დასაქმების შეზღუდვა ეხსნებათ

პოლიესტერი, ვისკოზა, ელასტინი... - სასკოლო ფორმების ქსოვილის მახასიათებლები ცნობილია

 

 

როგორი ფორმები იქნება სკოლაში - ესკიზები და რაოდენობა ცნობილია

სკოლების უფლებამოსილება იზრდება - რა კომპეტენციები გადაეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს

სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისა და სკოლებისთვის სამინისტრო სასაჩუქრე ბარათებს ყიდულობს 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

კონკურსში მონაწილეებმა დიდი მონდომება და პასუხისმგებლობა გამოიჩინეს

ღონისძიებები გაგრძელდა კალიგრაფიული წერითა და ცოდნის გამოცდით

გაისმოდა მოსწავლეთა მიერ წაკითხული ლექსები, შესრულებული სიმღერები და გულით ნათქვამი სიტყვები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება