სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს - ვადები და პირობები
28-02-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, eTwinning პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს.
 
კონკურსში გამარჯვებულები ცოდნის ამაღლებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიღების მიზნით, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ eTwinning-ის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას - Elementay დონეზე.
 
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
 
1. განაცხადების მიღება - 2026 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტის 18:00 სთ-მდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე etwinningplus@tpdc.ge
2. გასაუბრება - პირისპირ ან ონლაინ ფორმატში, 2026 წლის 9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით.
 
განაცხადის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tpdc.ge/geo/news/992
 
კონკურსში დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე; დაგვიანებით ან/და არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება; პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც არიან eTwinning-ის საკონკურსო პროექტის ავტორები ან თანაავტორები და ბოლო 5 წლის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის “eTwinning-ის” პროგრამის ფარგლებში არ აქვთ მონაწილეობა მიღებული საერთაშორისო ღონისძიებებზე.
 
შედეგები ყველა მასწავლებელს ეცნობება პირადად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1. ავტობიოგრაფია (CV);
2. eTwinning-ის განხორციელებული პროექტი

პროექტი უნდა მოიცავდეს:

პროექტის პრეზენტაცია:

პრეზენაცია შედგენილი უნდა იყოს PowerPoint ან სხვა საპრეზენტაციო ფორმატში
(მაქსიმუმ 15 სლაიდი) და უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.
პრეზენტაციისთვის შერჩეული უნდა იქნას ერთი პროექტი, რომელიც 2025-2026
სასწავლო წელს იყო აქტიური ან ამჟამად არის მიმდინარე ევროპის სასკოლო განათლების
(ESEP)-ის პლატფორმაზე. მითითებული უნდა იყოს შერჩეული პროექტის TwinSpace-ის
ბმულ(ებ)ი განხორციელებული აქტივობების დამადასტურებლად.

პროექტის აღწერილობა:

აღწერილობა (Word-ის ფორმატში, მაქსიმუმ 5 გვერდი, შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12) უნდა
მოიცავდეს პროექტის მიზნის, საგანთაშორისი ინტეგრაციის, მეთოდების,
განხორციელებული აქტივობების, პროექტის შედეგების, სამიზნე კომპეტენციების და
სხვა მოცემული კომპონენტების აღწერილობას.


აღწერილობისას დაცული უნდა იყოს შემდეგი თანამიმდევრობა:

  • პროექტის სახელწოდება
  • პროექტის აქტუალობა
  • მიზანი
  • საგანი
  • მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა
  • ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
  • დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები
  • შედეგების ანალიზი
  • ფოტო და ვიდეო მასალა.
  • თვინსფეისის ბმულები

პროექტის რეფლექსია:

რეფლექსია (Word-ის ფორმატში, არაუმეტეს 300-400 სიტყვა; შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12)

უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  • მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
  • რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
  • რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  • მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
  • რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება