სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მშობლები ირაკლი კობახიძეს: „დაუშვით გარდამავალი პერიოდი, რათა ჩვენი შვილები 2026 წლის სექტემბერში წავიდნენ სკოლაში“
28-02-2026
-
+


პირველ კლასში ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების კანონში" შესული ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლემა განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, ცვლილები, რომლის თანახმად, პირველ კლასში ბავშვის ჩარიცხვის წინაპირობად 6 წელი განისაზღვრა, რაც იმ ბავშვის განათლების უფლებას ლახავს, რომლებსაც ამ ცვლილებაამდე სკოლაში შესვლა შეეძლოთ, საუბარი ბავშებზე, რომლებიც 6 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხდებიან.

როგორც მათ განაცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ითხოვენ შეხვედრას და მას გარდამავალი პერიოდის დაშვებისკენ მოუწოდებენ. 

მშობლებმა, პეტიციაც შექმნეს და აღნიშნული ცვლილებებით პარლამენტსაც მიმართეს, თუმცა საკანოონმდებლო ორგანომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - გამონაკლისი არ იქნება - განათლების კომიტეტის უარი მშობლებს

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ სკოლაში შესვლას, რომლებიც დაბადებული არიან 15 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მივმართეთ განათლების სამინისტროს შეხვედრის თხოვნით, რათა დაგვეფიქსირებინა ის პრობლემები, რასაც აღნიშნული კანონის მსგავსი სახით მიღება უქმნიდა იმ ბავშვებს, ვინც 2020 წელს 15 სექტემბრის შემდეგაა დაბადებული, თუმცა სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს არის მშობლების ხმა შვილების უფლებების დასაცავად. ჩვენ განათლების სამინისტროსგან ვერ მივიღეთ ვერცერთი რეალური არგუმენტი, რაც მათ გადაწყვეტილებას გაამყარებდა.

საუბარია, რომ იცავენ ჩვენი შვილების ინტერესებს, მაგრამ მიუხურო სკოლის კარი ბავშვებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ამისთვის, არ არის  ბავშვების ინტერესების დაცვა. უარი უთხრა ბავშვებს ინდივიდუალურ შეფასებაზე სკოლის მზაობასთან დაკავშირებით, არ არის მათი უფლებების დაცვა და ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომლის მიხედვითაც ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ასევე, ილახება ბავშვის განათლების უფლება, რომლის მიზანიც უნდა იყოს ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება. დღეს კი ჩვენი შვილები განვითარების უკვე გავლილ ეტაპზე რჩებიან. ეს გამოიწვევს სწავლის მოტივის გამოცლას და სწავლის ინტერესის დაკარგვას. მათი ასაკით პატარა ბავშვების ჯგუფებში გადასვლა, მაშინ როცა ახლანდელი ჯგუფელების უმრავლესობა წავა სკოლაში, ბავშვების ფსიქიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს და საფრთხის ქვეშ დადგება ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა, განათლების და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

დიახ, ჩვენს შვილებს ერთმევათ განვითარების უფლება. ამ ბავშვების უმეტესობას უკვე გავლილი აქვს ბაღის ან კერძო სკოლების სასკოლო მზაობის პროგრამები, დადიოდნენ საკვირაო სკოლებში. ჩვენ კი გვთავაზობენ, რომ ჩვენმა შვილებმა იგივე პროგრამები ახლა საჯარო სკოლების ე.წ. ფრესქულებში გაიარონ. თუმცა ამ პროგრამების არსებობაც არ შეესაბამება რეალობას. მშობლები თავად დავუკავშირდით აღნიშნულ სკოლებს, სადაც მსგავსი ტიპის პროგრამები უნდა ფუნქციონირებდეს, ნაწილმა გვითხრა რომ არ აქვთ ავტორიზაცია, ისიც არ იცოდნენ როდის და რამდენი ბავშვის მიღებას შეძლებდნენ და უფრო მეტიც, ზოგიერთი სკოლის დირექციამ ისიც არ იცოდა, რომ მათთან ასეთი ტიპის სერვისი არსებობდა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცვლილების საფუძვლად მოჰყავს 2011 წელს ჩატარებული კვლევა, სადაც არ არის საუბარი იმაზე, რომ ბავშვი, რომელსაც 6 წლამდე აკლია 2-3 დღე ან რამდენიმე კვირა, არ უნდა იქნეს მიღებული პირველ კლასში. უფრო მეტიც, მიუხედავად ამ კვლევისა, ბოლო წლებში სახელმწიფოს პოლიტიკა საპირისპირო მიმართულებით ვითარდებოდა და სკოლაში მისაღები ასაკობრივი ზღვარი ყოველწლიურად იზრდებოდა, რის გამოც ჩვენ, მშობლებს, შეგვექმნა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ჩვენი შვილები 2026 წლის სექტემბერში სკოლაში წავიდოდნენ.

ბატონო პრემიერო, კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა უკიდურესად გვიან, როდესაც მშობლებსა და ბავშვებს უკვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული მოლოდინი და დაწყებული ჰქონდათ სკოლის ეტაპისთვის მომზადება. მსგავსი პრაქტიკა 2014 წელსაც არსებობდა, თუმცა მაშინ სახელმწიფომ დაუშვა გარდამავალი პერიოდი, რითაც თავიდან აიცილა ბავშვების უფლებებისა და ინტერესების დაზიანება. დღესაც სწორედ ასეთი პასუხისმგებლიანი და ჰუმანური მიდგომის მოლოდინი გვაქვს.

ამ ბავშვებს გააჩნიათ საკმარისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მომწიფება, ყურადღების კონცენტრაციის შესაბამისი უნარი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო თვითდისციპლინა - ამის დამტკიცება ნეიროფსიქოლოგების დასკვნებითაც შეგვიძლია და ეს შეფასება არ მოითხოვს დიდ რესურსს.

მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე, ჩვენს შვილებს ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ სკოლაში. მათ აქვთ მზაობა, სამართლიანი მოლოდინი და უნდა ჰქონდეთ, ამავე წელს დაბადებული თანატოლების მსგავსად, სკოლაში შესვლის უფლება!

კიდევ ერთხელ გთხოვთ შეხვედრას, რათა უკეთ მოგაწოდოთ ჩვენი არგუმენტები და გთხოვთ დაუშვათ გარდამავალი პერიოდი, რათა ჩვენი შვილები 2026 წლის სექტემბერში წავიდნენ სკოლაში",- განაცხადა, მარიამ ბოხუამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება