სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იდეები მასწავლებლებისთვის - 6 მარტივი და შემოქმედებითი საკლასო აქტივობა დედის დღის აღსანიშნავად
26-02-2026
-
+


საერთაშორისო პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაყრდნობით შერჩეული აქტივობები ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების  გამოცდილებას და აერთიანებს მარტივ და იმავდროულად შემოქმედებით მიდგომებს. ბავშვებს კი დაეხმარება გამოხატონ საკუთარი გრძნობები და ამავე დროს შეასრულებს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ფუნქციას - ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ემოციური ინტელექტის, სოციალური პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. 

წარმოდგენილი ექვსი აქტივობა საკლასო ოთახში მარტივად განსახორციელებელია და დედის დღის აღნიშვნას განსაკუთრებულ შინაარსსა და ემოციურ დატვირთვას შესძენს.

კლასის საათი 

შესაძლებელია კლასის საათის ორგანიზება იმგვარად, რომ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი დედის შესახებ პრეზენტაციის ფორმატში ისაუბროს. მოსწავლეთა ასაკის მიხედვით პრეზენტაციის შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს. კლასის ხელმძღვანელმა წინასწარ უნდა შეადგინოს კითხვების ჩამონათვალი, რომელებზე პასუხების მიღებასაც მოსწავლეები დედებისგან შეძლებენ. შემდეგ კი ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად უნდა განიხილონ, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული ინფორმაციის პრეზენტაციაში შემოქმედებითად ასახვა. 

შესაძლებელია ასევე პრეზენტაციის მომზადება თემაზე - „დღე დედასთან, რომელიც არასდროს დამავიწყდება“. კონკრეტულ დღეს შესაძლებელია დედების მიწვევაც, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ, რამდენად აფასებენ და უყვართ შვილებს. 

მშობლების ჩართულობით, შესაძლებელია ერთობლივი აქტივობის დაგეგმვაც, სადაც კლასის საათის ფარგლებში, მოსწავლეები დედებთან ერთად, კლასის წინაშე წარადგენენ თავიანთ საერთო გატაცებებს. სახალისო იქნება დედების ბავშვობის ანცობების მოსმენაც.

კედლის გაზეთი  - „რატომ მიყვარს დედა“ 

კლასში შეიძლება მოეწყოს თემატური დაფა, სადაც თითოეული მოსწავლე დაამაგრებს პატარა ბარათს ან ნახატს ტექსტით. კედლის გაზეთი კი იქცევა ერთგვარ ვიზუალურ კოლაჟად, სადაც ბავშვებს საკუთარი გრძნობებისა და ემოციებს გამოხატვის საშუალება ექნებათ. 

„ერთი ფოტო - ერთი ისტორია“ 

მოსწავლეებს სახლიდან მოაქვთ დედასთან ერთად გადაღებული ფოტო და რამდენიმე წინადადებით ყვებიან ფოტოსთან დაკავშირებულ სასიამოვნო მოგონებას.

უჩვეულო მისალოცი

მოსწავლეებს შეიძლება დაურიგდეთ ლექსები, მისალოცი სიტყვები, ერთად შეისწავლონ სიმღერა და შემდეგ აღნიშნული მასალა ვიდეოჩანაწერის სახით შეკრან, რომელსაც შემდგომში მშობლებს გაუზიარებენ. ასეთი უჩვეულო ვიდეომისალოცი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი იქნება დედებისთვის. 

დედის სახე ხელოვნებაში

სიმღერები, ლექსები, ნახატები და ფილმები - დედის სახე ყოველთვის იყო ხელოვანების შთაგონების წყარო. შესაძლებელია თემატური ლექსების წაკითხვა, სიმღერების მოსმენა თუ შესრულება, დედებისთვის მიძღვნილი ცნობილი ნახატების დათვალიერება. 

ამ ატმოსფეროთი შთაგონებული მოსწავლეები კი დიდი სიამოვნებით შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს საჩუქრად საყვარელი დედებისთვის.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ხელნაკეთი, სიმბოლური საჩუქრების მომზადებაც. უფროსკლასელებს ჩანახატების გაკეთება. 

„დედასთვის ნაჩუქარი კარგი საქმე “

მოსწავლეები წერენ ერთ კონკრეტულ საქმეს, რომლის შესრულებასაც დედის დღისთვის გეგმავენ - ეს შესაძლოა იყოს საოჯახო საქმეებში დახმარება, ან ერთად დროის გატარება. ასეთი აქტივობა ღირებულებით განათლებას უწყობს ხელს. 

აღნიშნული აქტივობები მინიმალურ რესურსებს მოითხოვს, თუმცა მაღალი ემოციური ეფექტი აქვს. მათი გამოყენება პედაგოგებს აძლევს საშუალებას, დედის დღე აქციონ არა მხოლოდ ზეიმად, არამედ მნიშვნელოვან აღმზრდელობით გაკვეთილად. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება