სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების დაფინანსებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ცვლილებები შეეხება - დეტალები
11-10-2025
-
+


თბილისის მუნიციპალიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლებიც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უკავშირდება.

დედაქალაქის მერიას გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილება, განახორციელოს საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე ერთი წლის ვადით გადაეცა მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფის უფლება.

თბილისის მუნიციპალიტეტი, დელეგირებული უფლებამოსილების სახით, განახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივ რეაბილიტაციას, მათ მხარდაჭერას პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას, მათ დაფინანსებას მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, დაწესებულებების შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვას, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ აღჭურვას, დაწესებულებების გაზიფიცირება/ საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საჭირო ფინანსური რესურსი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მიეწოდება მიზნობრივი ტრანსფერის სახით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება