TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

6 მთავარი ცვლილება, რომელიც საბავშვო ბაღებში იგეგმება - მთავრობის კანონპროექტი
03-10-2025
-
+


7 ოქტომბერს პარლამენტის განათლების კომიტეტს წარედგინება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც განათლების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზეცაა საუბარი.

რა ცვლილებები შეეხებათ საბავშვო ბაღებს? - დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ  მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულება, „შესაბამისად, ყოველწლიურად გაიზრდება ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და დაფინანსება.

გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია − ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია; გაფართოვდება სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

საქართველოში პირველად განხორციელდება საბავშვო ბაღების ავტორიზაცია, რომლის შედეგად გაუმჯობესდება საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, დასაქმებული პირების კვალიფიკაცია და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა.

ყველა არაქართულენოვან სახელმწიფო ბაღში დაინერგება ბილინგვური სწავლება, რაც აამაღლებს სახელმწიფო ენის ცოდნის დონეს და ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ბაღსა და სკოლას შორის მყარი კავშირის ჩამოყალიბების მიზნით გაძლიერდება სკოლამდელი პროგრამა როგორც ბაღებში, ისე სკოლებში, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ჰარმონიულ გადასვლას ბაღიდან სკოლაში.

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პირველად დაინერგება სკოლამდელი განათლების დივერსიფიცირებული მოდელები.

დაინერგება სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ღირსეული ანაზღაურების სისტემა. ამასთანავე, ამუშავდება მძლავრი მექანიზმი სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.

გარდა ამისა, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა დასაქმებულ პირთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება