| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.
ტესტირება ჩატარდება სახელმწიფო ენის ფლობის დონეების (A1, A2, B1, B2, C1) შესაბამისად, ხოლო მონაწილეობის უფლება აქვს დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს.
აღსანიშნავია, რომ ტესტირება შესაძლოა ჩატარდეს წელიწადში რამდენჯერმე, რეგისტრაციის საფასური კი 50 ლარია.
ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო რესურსცენტრები ვალდებულნი არიან, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.
„ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა