TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კომპეტენციები აქვს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტს - მინისტრის ბრძანება ძალაში 22 ოქტობრიდან შევა
03-10-2025
-
+


განათლების სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა. გივი მიქანაძის ბრძანებით დებულება ძალაში 22 ოქტომბრიდან შევა. დოკუმენტში განსაზღვრულია დეპარტამენტის კომპეტენცია, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები.

გაეცანით დეპარტამენტის კომპეტენციაებს:

ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა;

ბ) სამინისტროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება, განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ე) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების სტრატეგიული განვითარების პროცესის ღიაობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ვ) სტრატეგიული განვითარების პროცესში სამინისტროს შიდა და გარე თანამშრომლობის კოორდინაცია;

ზ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და  დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგის პროცესში;

თ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

ი) სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული აქტივობების/პროექტების/პროგრამების ეფექტიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების პერიოდული შეფასება, ადგილობრივი კვლევების, საერთაშორისო შეფასებებისა და სხვა რელევანტური დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე;

კ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული აქტივობების/პროექტების/პროგრამების განხორციელების რისკებისა და დამატებითი საჭიროებების პროგნოზირება;

ლ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აქტივობების/პროექტების/პროგრამების განვითარება და მათი დანერგვის მხარდაჭერა/კოორდინაცია. აღნიშნული აქტივობების/პროექტების/პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მათი აღსრულების მონიტორინგი;

მ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანასწორობის პოლიტიკის განვითარებისა და მისი ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა;

ნ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისათვის საჭირო სერვისების დანერგვის/მიწოდების კოორდინაცია;

ო) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, თანასწორობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობით სერვისების ეფექტიანად განვითარებისა და განხორციელებისათვის;

პ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

იხილეთ დოკუმენტი სრულად 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება