სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები პირველად დაიბადა“, - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ შესახებ კურსდამთავრებული ნინი წაქაძე წერს
02-09-2025
-
+


თითოული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლა, ადგილი, სადაც 12 წელი დავდივართ და სადაც პირველ მეგობრებს ვიძენთ, გვიჩნდება განცდა, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ვართ, ადგილი, სადაც იბადება ჩვენი პირველი ოცნებები, ვაღწევთ წარმატებას და ვგებულობთ მარცხის გემოს.  ხშირად ვსაუბრობთ იმაზე რომ მასწავლებლის, სკოლის ხელმძღვანელის თუ თანამშრომელთა ღვაწლი დაფასებული უნდა იყოს, სახელმწიფოს მიერ, თუმცა ალბათ განსაკუთრებით ემოციური და დასაფასებელია, როცა ამ შრომას თავად მოსწავლეები ხედავენ აფასებენ და აღნიშნავენ. 

„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი“ არის ადგილი, სადაც თითოეული მოსწავლე თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში, უყვარს და აფასებს გარემოს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელები მოსწავლეები არიან, მათი დამოკიდებულება და ემოცია განსაღვრავს სკოლის წარმატებასაც. ამის დასტურია ერთ-ერთი კურსდამთავრებულის ნინი წაქაძის ემოციური წერილი, რომელიც სკოლამ გამოგვიგზავნა. წერილში ნათლად ჩანს, რამდენად მნიშნელოვანია სკოლა „ორნატისთვის“ მოსწავლე, მისი კომფორტი, რამდენად ზრუნავს ის თავის ბავშვებზე და რამდენად დიდ სიყვარულს უტოვებს მათ.

ნინი წაქაძის წერილს უცვლეად გთავაზობთ:

„დღეს ისევ დავდიოდი ჩემი სკოლის დერეფანში და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს დრო არ გასულა – ისევ ბავშვივით ვიდექი მის კართან და ვგრძნობდი იმ სითბოს, რომელსაც ყოველთვის გვაძლევდა. ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები პირველად დაიბადა, სადაც სიცილი და ცრემლი ერთმანეთში ირეოდა, სადაც მეგობრობა ყველაზე გულწრფელი იყო და განათლების უდიდესი კერა მძვინვარებდა. დღეს ვიყავი იქ და როცა უკან ვიხედებოდი, ვიგრძენი, რომ ეს დამშვიდობება მხოლოდ ფორმალურია – სინამდვილეში, სკოლა „ორნატი” მუდამ ჩემს გულში დარჩება.

დირექტორო (სოფო კვინიკაძე) - გულწრფელად გიხდით მადლობას თქვენი დიდი შრომისა და ძალისხმევისთვის. თქვენ იყავით ადამიანი, ვინც ზრუნავდა, რომ ყოველი მოსწავლე თავისი გზით სწორად წასულიყო. მადლობა ამისთვის.

სასწავლი ნაწილო (მზია ფუტკარაძე) - თქვენი ყოველდღიური ორგანიზება, შრომა და თანმიმდევრულობა ჩვენს სასკოლო ცხოვრებას უფრო ამარტივებდა. ხშირად შეიძლება ჩუმად, უხმაუროდ აკეთებდით საქმეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერასა და თანადგომას. მადლობა ამისთვის.

ჩემო მასწავლებლებო, თქვენთან ერთად ვისწავლეთ არა მხოლოდ საგნები, არამედ ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილებიც. მადლობთ მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ გჯეროდათ ჩვენი, მაშინაც კი, როცა ჩვენ საკუთარ თავში ეჭვი გვეპარებოდა.

მადლობა სკოლის სტაფს - ადმინისტრაციიდან დამლაგებლამდე – რომ საკუთარი წვლილი შეიტანეთ ჩვენს ცხოვრებაში.

პირველო მასწავლებელო (მზია ბარამიძე) - თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც პირველად გაგვიღო ცოდნის კარი. თქვენი სითბო და მზრუნველობა სამუდამოდ ჩარჩება ჩვენს გულებში. თქვენთან ერთად სკოლის პირველი დღეების არ გვეშინოდა, მადლობა, რომ ჩვენი ბავშვობის ყველაზე ნაზი მოგონების ნაწილი ხართ.

დამრიგებელო (მეგი იმნაძე) - თქვენთან ერთად გავიზარდეთ, იყავით ჩვენი კლასის კედელი, რომელსაც ონავარი ბავშვების გამო ბევრი საყვედურის ატანა უწევდა, მადლობა ამისთვის.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელო (ეკა ღუტაშვილი) - თქვენი გაკვეთილი იყო ის, სადაც მისვლა არასდროს დამზარებია. თქვენთან გზა მეხუთე კლასში დაიწყო, შემდეგ თითქოს დაგვტოვეთ, მაგრამ ბოლოს ისევ დაგვიბრუნდით აბიტურიენტობის დროს – მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდით. ეს შემთხვევითობა არ მგონია – მგონია, რომ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების გზაზე თქვენ ისევ უნდა გამოჩენილიყავით, როგორც მრჩეველი, მეგზური და ის ადამიანი, ვინც მუდამ ჩვენს გვერდით იდგა. მადლობა ამისთვის.

ინგლისურის მასწავლებელო (ეკატერინე ჩაჩიბაია) - თქვენთან მხოლოდ 1 წელი გავატარეთ, მაგრამ ეს ერთი წელი იმდენად ღირებული აღმოჩნდა, თითქოს გაცილებით დიდი დრო იყო. თქვენ დაგვანახეთ, რომ ახალი ენის სწავლა მხოლოდ მოვალეობა არ არის. მადლობა, რომ ასეთ მოკლე დროშიც კი შეგვაყვარეთ თავი.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელო (რამაზ სამხარძე) - ალბათ კარგად გახსოვთ, რომ ყველაზე მეტად ნერვებს ჩვენ გაწყვეტდით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იუმორში გადაგყავდათ სიტუაცია და გაკვეთილები უფრო სასიამოვნო ხდებოდა. ყოველთვის ცდილობდით ყველაზე რთული მასალაც კი მარტივად და თავისუფლად მოგეწოდებინათ. მადლობა იმ მოთმინებისთვის, რაც ჩვენს მიმართ გქონდათ.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ადგილი, სადაც 10 წლის განმავლობაში მასწავლიდნენ ქართული ფესვების ერთგულებას - ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იფანი", ეს ანსამბლი ჩემი სკოლის შენობაში მდებარეობს და ყოველთვის ერთობლივად, ჰარმონიულად ცდილობდნენ ისინი წვლილი შეეტანათ ჩვენს აღზრდა-განვითარებაში ყოველ მხრივ. მადლობა ანსამბლის დამფუძნებელს, ნონა ცხადაძეს და ქორეოგრაფებს - მთვარისა ჩაფიჩაძე და მამუკა გაჩეჩილძეს, თქვენ მასწავლეთ, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისთვის, უწილადო ეს შთამომავლობას და შენ საყვარელ სურნელად “სცენის მტვერი” აქციო.

მადლობა ყველას, რომ ეს წლები დაუვიწყარი გახადეთ და ჩვენი ბავშვობა ასეთ თბილ მოგონებად აქციეთ!"

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

მასწავლებელთა გამოცდები გრძელდება - დღეს, ექვსმა აპლიკანტმა დაიგვიანა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება