სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მცდელობას არ ვაკლებ, რომ ჩვენს სკოლაში სახელმწიფო ენა უმაღლეს დონეზე ისწავლებოდეს“ - აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი
28-07-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლაში, დირექტორი ნოფალ ალიევი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო გარემოს, სადაც ხარისხიანი განათლება და მოსწავლეთა ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდა თანაბრად ფასობს. სკოლის წარმატების საფუძველს კი პროფესიონალი პედაგოგები და გუნდური ძალისხმევა განაპირობებს. 

ნოფალ ალიევი სკოლას უკვე 27 წელია უძღვება და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს - მომავალი თაობის განათლებას - ახმარს.

ის არის არაქართულენოვანი სკოლის პირველი დირექტორი, რომელმაც 2007 წელს ქართულ ენაზე წარმატებით ჩააბარა დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდა. სკოლაში განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხს და არ აკლებს ძალისხმევას, რომ მოსწავლეები სახელმწიფო ენას სრულფასოვნად დაეუფლონ.

აკაურთის საჯარო სკოლა ორენოვანია, სკოლაში ქართული და აზერბაიჯანული სექტორი ფუნქციონირებს. წელს დარეგისტრირებული პირველკლასელების ჩათვლით სულ 105 მოსწავლე ირიცხება. მათ განათლებას პროფესიონალი პედაგოგები აძლევენ. 

წელს, სკოლა მე-12 კლასის რვა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 2 ოქროსმედალოსანია, რაც დირექტორისთვის სასიხარულო და საამაყოა. 

„მათი სასწავლო მიღწევები მეამაყება და მიმაჩნია, რომ თითოეული პედაგოგის დამსახურებაა. ოთხი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. ახლა, პასუხებს ველოდებით, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ საუკეთესო შედეგებს დადებენ. დანარჩენი ოთხი ჯერ კიდევ ფიქრობს და ალბათ, აგვისტოს ბოლოსთვის ჩამოყალიბდებიან. ველოდებით, რომ მომავალ წელსაც გვეყოლება ოქროს მედლის კანდიდატი, ძალიან გახარებული და ამაყი ვარ მოსწავლეთა აკადემიური შედეგებით“,- აღნიშნავს დირექტორი და ხაზს უსვამს პედაგოგთა შრომას, რომელსაც ისინი მოსწავლეთა განათლებაში დებენ. 

„უკლებლივ ყველა, 23-ივე მასწავლებელი სერტიფიცირებული და კარგად მომზადებულია. ერთგუნდად შეკრული პედაგოგების მცდელობა, მონდომება და დაუღალავი შრომა გვაძლევს ამ შედეგებს რასაც ვიღებთ“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 

ასეთი მიდგომები, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

„სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ყველა კონკურსში, ღონისძიებაში და შეჯიბრში მონაწილეობენ ჩვენი მოსწავლეები და კარგ შედეგებსაც აღწევენ, ზედიზედ ორი წელი  ეროვნულ ოლიმპიადაში საუკეთესო ათეულში ჩვენი ოქროს მედალოსანი მოსწავლე მოხვდა, ასევე „ეტალონის“ ოლიმპიადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა ჩვენი მოსწავლე, აბა როგორ არ ვიამაყო“,- ამბობს დირექტორი. 

ნოფალ ალიევის პროფესიული დევიზია - „სწავლა, სწავლა და ისევ სწავლა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლების მნიშვნელობას.

„27 წელია სკოლის დირექტორი ვარ და პირველი არაქართველი, ვინც  2007 წელს დირექტორის გამოცდები ქართულად ჩავაბარე წარმატებით, ასევე, ბოლნისის მაშტაბით პირველი ვიყავი.

ჩემს სკოლაში მცდელობას არ ვაკლებ, რომ სახელმწიფო ენა უმაღლეს დონეზე ისწავლებოდეს.

ჩემი ლოზუნგია სწავლა, სწავლა ისევ სწავლა, რადგან ისეთი ცხოვრება და ისეთი დროა, რომ განათლება აუცილებელია, სკოლას კი ამ დროს უდირესი როლი აქვს. სწორი არჩევანის გაკეთებაში კი ახალგაზრდებს ხელი უნდა შეუწყონ მშობლებმა, მათ ფეხი უნდა აუწყონ თანამედროვეობას. ადამიანისთვის მთავარია მონდომება და დამიჯერეთ ყველაფერს მიაღწევთ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ თანადგომისთვის და სკოლების წამოჩენისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება