TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობენ მოწაფეთა ცოდნის ასამაღლებლად“-მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი აბიტურიენტებს გულშემატკივრობს და მომავალ თაობას ელის
24-07-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში, დირექტორი ნარგიზ ხორგუანი, მრავალფეროვან, ინკლუზიურ და კეთილგანწყობილ გარემოს უზრუნველყოფს, სადაც გათვალისწინებულია როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ინტერესები და საჭიროებები. 

მისი ხელმძღვანელობით, პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე. 

საშუალო სკოლაში სულ 39 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული 5 პირველკლასელის ჩათვლით. 

წელს სკოლა ორმა მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. სკოლის ხელმძღვანელი მათი გულმხურვალე გულშემატკივარი გახლავთ და შედეგებს მოუთმენლად ელოდება. 

„ახლა შედეგებს ველოდებით და ეჭვი არ მეპარება, არც მე და არც მათ, რომ გახდებიან სტუდენტები, შარშან სამმა გოგონამ დაამთავრა სკოლა, რომლებიც მართლაც მარგალიტები იყვნენ და სამივე წარმატებით სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, შარშანწინ კი ერთი კურსდამთავრებული გვყავდა, რომელსაც ძალიან უნდოდა სამხედრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება და ჩვენდა სასიხარულოდ ჩააბარა“,- სიამაყით აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებს.

„მომავალ თაობას ვუსურვებ დაეწაფონონ სწავლას, კარგად გამოიყენონ მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდი, რადგან სწავლისა და შრომის გარეშე არ მიიღწევა წარმატება“,- ამბობს დირექტორი. 

სკოლის კარს ახალ სასწავლო წელს ხუთი პირველკლასელი შეაღებს, რომელთა განათლებაზე პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. დირექტორისა და პედაგოგების წახალისებით, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 

„სკოლაში 19 პედაგოგია, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მოსწავლეთა ცოდნის ასამაღლებლად, ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროექტებში, ოლიმპიადებში, „ტვინების ბრძოლაში“ და, რა თქმა უნდა, „ეტალონის“ საგანმანათლებლო პროექტებში“,- ამბობს დირექტორი. 

მისი ინიციატივითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში მოეწყო და გაიხსნა მუზეუმი, რომელიც მოსწავლეებისთვის წარმოადგენს, არა მხოლოდ საინტერესო საგანმანათლებლო სივრცეს, არამედ საინტერესო ღირსშესანიშნაობასა და ტურისტების ინტერესის საგანს. 

„ძალიან კარგი პროექტია. ტურისტები ხშირად გვსტუმრობენ და აღფრთოვანებულები არიან“,- გვეუბნება ნარგიზ ხორგუანი. 

აღსანიშნავია, რომ 2010 წლამდე მაზერის საჯარო სკოლა საბაზო იყო, ბავშვებს სხვა სოფლებში უხდებოდათ სკოლის დასრულება, დღეს სკოლა საშუალოა, რაც ადგილობრივი ოჯახებისთვის დიდი კომფორტია. 

„ბავშვებს სხვა სოფლებში უწევდათ სწავლის გაგრძელება, რომელებიც ჩვენგან 7 და 14 კილომეტრით იყო დაშორებული. არ იყო ტრანსპორტი, ახლა ყველა სკოლას ემსახურება სასიხარულოდ. ბრძოლამ შედეგი გამოიღო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით განათლების სამინისტოს და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ, პროფესორ ზვიად კვიციანს, რომელიც სულ გვერდში გვიდგას და მივიღეთ მე-3 საფეხური“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება