TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენის ხარისხიან სწავლებაზე გვაქვს გამახვილებული დიდი ყურადღება“- ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი ახალი სასწავლო წლის მოლოდინში
24-07-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში, დირექტორის - მოვსეს ალვანჯიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც გათვალისწინებულია, როგორ მოსწავლეთა ისე მასწავლებელთა ინტერესები და საჭიროებები. მისი ხელმძღვანელობით, პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

აღსანიშნავია, რომ ფოკის საჯარო სკოლსაში 187 მოსწავლე ირიცხება. წელს სკოლა 15-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, მათ შორის ერთმა ოქროს მედალზე, შვიდი მათგანი კი ეროვნულ გამოცდებზე გავიდა.

შარშან კი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 11 კურსდამთავრებულიდან ყველა ჩაირიცხა. მათ შორის ცხრამ ბრიწყინვალე შედეგი აჩვენა და 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

„მთელს მუნიციპალიტეტში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოხსნეს რეკორდი“,- სიამაყით აღნიშნავს მოვსეს ალვანჯიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. წლევანდელ აბიტურიენტებსაც მაღალ შედეგებსა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებს. 

„მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო, შემდგომში წინსვლა და პროფესიული განვითარება და, რაც მთავარია, იყვნენ ბედნიერები, უყვარდეთ თავიანთი საქმე და ემსახურონ ქვეყანას“,- აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლაში, დირექტორის ხელმძღვანელობით, ასევე უდიდესი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას. 

„ქართული ენის ხარისხიან სწავლებაზე გვაქვს გადატანილი დიდი ყურადღება, რადგან ამ ქვეყანაში, რომელიც ჩვენია და რომლის მოქალაქეები ვართ წარმოუდგენელია არ ფლობდე კარგად და გამართულად სახელმწიფო ენას. მოსწავლეთა მიღწევებიდანაც ჩანს, რომ სკოლა ორიენტირებულია ხარისხიან და სიღმისეულ სწავლებაზე, პედაგოგთა პროფესიონალურ განვითარებაზე. გვყავს წამყვანი და სპეც პედაგოგები“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში 15 პირველკლასელს ელიან, რომელთაც განათლებას პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მისცემს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება