| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს.
მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ირმა ჟღენტის ხელმძღვანელობით, ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება - „სამყარო ჩვენით იწყება“ გამართეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს - ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა, თეატრალური წარმოდგენა.
ღონისძიების ქორეოგრაფი ზურა წულაძე გახლავთ, მუსიკალურად კი გააფორმეს - თინა ღლონტმა და ელენე კრაველიძემ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა