| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მხიარულად და ძალიან საინტერესოდ წარიმართა გამოსაშვები საღამო. კლასის დამრიგებელმა და საგნის მასწავლებლებმა, ბავშვებთან ერთად, შეაჯამეს ოთხი წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარები. ხალისი და მხიარულება გამოიწვია დამრიგებლის პრეზენტაციამ, რომელშიც თავმოყრილი იყო სასკოლო ცხოვრვების საინტერესომ გამორჩეული და კურიოზული ეპიზოდების ფოტო-ვიდეომასალა.
ღონისძიება ორ ნაწილად წარიმართა, აქტივობები გაიმართა როგორც საკლასო ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ.
ღონისძიების დასასრულს კი საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.
მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.
„ჩვენი პატარა ნიჭიერი და უგონიერესი ბავშვები დიდი მადლიერებით დაგვემშვიდობნენ. მეხუთე კლასში შეგხვდებით ჩვენო საოცარო ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი V კლასის დამრიგებელი მაყვალა ბურდული გახლდათ
მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა