მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
22 ივნისს, izrune.ge-ს გუნდმა წარმატებულ „იზრუნელებს“ უმასპინძლა და მათთან ერთად იზეიმა მათი მიღწევები. ტრადიციადქცეულ ღონისძიებაზე მოსწავლეები საზეიმოდ დააჯილდოვეს, „იზრუნელებს“ წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში ჩართულთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება, ამიტომ მოსწავლეთა მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, ღონისძიება რამდენიმე ეტაპად წარიმართა.
წარმატებულ მოსწავლეებს პროექტის ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი შეხვდა და მიღწევები მიულოცა.
პროექტის ავტორმა წარმატებული „იზრუნელებისთვის“, მათი მშობლებისა და გულშემატკივრებისთვის პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მომავალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეებიც გააჟღერა.
გოჩა ტყეშელაშვილმა ისაუბრა, არდადეგების პერიოდში პროექტში ჩართულობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ზაფხულის შედეგების მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში დასახელდებიან „საქართველოს ბედნიერების ელჩები“. ტიტულის მფლობელებს, გარდა იმისა რომ უკეთ გაიაზრებენ თავიანთი მიღწევის შედეგს, ექნებათ საზოგადოებრივი დატვირთვა - ისინი იქნებიან სიკეთისა და ცოდნის გამავრცელებლები საზოგადოებაში. სასწავლო წლის ბოლოს კი მათ ოჯახებს და მშობლებს მიენიჭებათ „საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახის“ სტატუსი.
ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მოსწავლეთა მიღწევებს izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს და მოსწავლეებსა და მშობლებს ზუსტად ეცოდინებათ შვილების ძლიერი და სუსტი მხარეები.
ღონისძიებაზე არაერთი ნიჭიერი მოსწავლე გავიცანით, რომელთა მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია, ერთ-ერთია თბილისის N130 საჯარო სკოლის მე-6 კლასელი ანდრია ანდრიაშვილი, რომელიც პირველი კლასიდან არის ჩართული პროექტში, მისი წარმატება კი უკვე 100 დიპლომს ითვლის.
„პირველი კლასიდან izrune.ge-ში ვმონაწილეობ და უკვე 100 დიპლომი მაქვს. ხშირად 100 ქულას ვიღებ, დიპლომებს კი სიამაყით ვაგროვებ. ჩემი დიპლომები სკოლის კედლებსაც არაერთხელ ამშვენებდა“.
პროექტში ჩართულნი არიან მისი და-ძმა - ნიკოლოზი და ბარბარეც.
ანდრიას, ნიკოლოზის და ბარბარეს დედა ნინო ანდრიაშვილი შვილების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული და ზრუნავს, რომ მისმა შვილებმა მიიღონ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება. მისი მხარდაჭერით, პროექტში ჩართულია სამივე მოსწავლე შვილი, მეოთხე ჯერ პატარაა, მაგრამ ნინო ანდრიაშვილის თქმით, izrune.ge-ს დიდ ოჯახში გაწევრიანებას ისიც სულმოუთქმელად ელოდება.
ნინო ანდრიაშვილი:
„უკვე დიდი ხანია, რაც ამ პროექტში ვართ ჩართული, ანდრია izrune.ge-ს პირველი კლასიდან შეუერთდა, ახლა კი უკვე მე-6 კლასში გადადის, შემდეგ დანარჩენებიც შემოურთდნენ.
მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი განსაკუთრებული შესაძლებლობაა ყველა ბავშვისთვის, ის მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. პირველ რიგში კი სწავლის წყურვილს აღვიძებს - ავითარებს კომუნიკაციის უნარს, აღვივებს სწავლის სიყვარულს. ის მოსწავლეებს ცოდნას აძლევს, არა მხოლოდ კონკრეტულ საგნებში, არამედ იწვევს ზოგადი უნარების განვითარებას.
რა თქმა უნდა, ეს ბავშვის შემდგომი აღზრდისა და სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად ჩამოყალიბდეს მათი გონებრივი შესაძლებლობები, ფსიქოემოციურადაც გაწონასწორებულები იყვნენ, სამაგალითო მოქალაქეებად გაიზარდონ. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამის დაძლევაშიც გვეხმარება, მასალის უკეთესად გაცნობიერებასა და აღქმაში, პატარებთან იყო შემთხვევები, სანამ izrune.ge-ს შემოუერთდებოდნენ, დაზეპირება უწევდათ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, დღეს ცნობიერება გაეზარდათ. ჩემს პირველკლასელს ძალიან გაუმარტივდა პირველი კლასის დაძლევა.
izrune.ge ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, შთააგონებს სწავლას, ახალისებს მათ მიღწევებს და ამაღლებს მათი წიგნიერების დონეს“.
„izrune.ge მოსწავლეებს აძლევს საშუალებას მიიღონ ეფექტური განათლება“ - აღნიშნავს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯუნა ცხოვრებაძე. ის წარმატებული „იზრუნელის“ დავით ბრეგვაძის დედა გახლავთ, რომელიც პროექტში პირველი კლასიდან არის ჩართული და მის სახელზე არაერთი წარმატებაა.
ჯუნა ცხოვრებაძე:
„ზოგადად პროექტი არის ნამდვილად ეროვნული, ღირსეულად ატარებს იმ ეროვნულობის სახელს, რასაც მოიაზრებს. მოსწავლეებს კი აძლევს საშუალებას მიიღონ ეფექტური განათლება, შეიძინონ ლიდერობის უნარ-ჩვევები. გარდა იმისა, რომ პროექტი მოსწავლეებს სძენს საგნობრივ ცოდნას, უვითარებს ძალიან ბევრ უნარს. ჩემი შვილი izrune.ge-ში პირველი კლასიდან აქტიურად არის ჩართული, ყველა ტესტი აქვს შესრულებული, დროც გააუმჯობესა, ლოგიკური აზროვნების უნარები კიდევ უფრო განუვითარდა, მადლობა ამ ყველაფრისთვის“.
მიღწევებით ამაყობს და დიპლომებს ხალისით აგროვებს დავით ბრეგვაძე:
„izrune.ge, ნამდვილად ეროვნული განათლების საიტია, რომელიც ბავშვებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას არამედ ასწავლის, როგორ იყვნენ უფრო წარმატებულები. ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგი პორტალია, რომელმაც მომცა ცოდნა და გამოცდილება. ხალისით ვაგროვებ დიპლომებსა თუ სიგელებს და ოთახში თვალსაჩინო ადგილზეც მაქვს გამოკრული. დიდი მადლობა izrune.ge-ს, ჩემს პირად მენეჯერ ელენეს და და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“.
წარმატებული „იზრუნელია“ თბილისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც წინსვლისკენ არის ორიენტირებული.
„izrune.ge ძალიან მომწონს, ყოველ ხუთშაბათს სულმოუთქმელად ველოდები. გარდა იმისა, რომ მეხმარება სწავლაში, მოტივაციას მაძლევს, დიპლომებს სიხარულით ვაგროვებ და ვცდილობ შედეგები ყოველ ჯერზე გავაუმჯობესო“.
პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრება მარიამის დედა აზა მუმლაძე, რომელიც ისტორიკოსი, ფილოლოგი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლავთ.
„izrune.ge-ს ტესტების შესახებ როცა გავიგე, საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა, რადგან მოსწავლეს მრავალმხრივ განვითარებაში ეხმარება, პირველ რიგში ეს არის ცოდნის გამეორება-განმტკიცების საუკეთესო გზა, შარშანდელ ზაფხულის ტესტებს მოვიშველიებ, მარიამს უნდა წაეკითხა საქართველოს კუთხეების შესახებ, მასალაზე დაყრდნობით კი ტესტი შეესრულებინა. მეტად საინტერესო აღმოჩნდა როგორც მარიამისთვის, ისე ჩემთვისაც. თავად ისტორიკოსი გახლავართ და ამ პოზიციიდანაც ძალიან საინტერესოა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ტესტები ხელს უწყობს ცოდნას, მის განმტკიცებას. მომწონს ონლაინ ფორმატი, კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოყოფილი შეზღუდული დრო, ასე ბავშვი დისციპლინასაც ეჩვევა.
მარიამი ყოველ ხუთშაბათს გულისფანცქალით ელოდება, ცდილობს არც ერთი ტესტი არ გამორჩეს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ახლა, სწორედ მშობლების ჩართულობას შევეხეთ. რა თქმა უნდა, ბავშვის სწავლა-აღზრდის საკითხში, მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული. როგორც მასწავლებელი სულ ვამბობ, რომ უნდა შეიკრას სამკუთხედი - სკოლა, ბავშვი, მშობელი. კარგად უნდა გავიაზროთ ქართველებმა და გავისიგრძეგანოთ, რომ მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს, ტესტი შეასრულებინო, არამედ საფუძველი უნდა მისცე, აჩვენო რა როგორ გააკეთოს, ბავშვი კი სამომავლოდ გადალახავს და დაძლევს იმ შიშს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოცდებს ახლავს, ეროვნული გამოცდებიც ხომ ამ ფორმატით ტარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლადაც მშვენიერი გამოცდილებაა“.
სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით izrune.ge-ს როლზე საუბრობს თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლის - გიორგი ჯიქურის დედა ლალი წამალაიძე:
„სკოლის ასაკიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების ასეთ პროექტებში ჩართულობას. სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდა ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანია, რასაც წარმატებით ართმევს თავს.
მნიშვნელოვანია ბავშვები საქართველოში იყვნენ განათლებულები, განვითარებულები. ეს პროექტი კი ხელს უწყობს ეს ყველაფერი ოჯახიდანვე წამოვიდეს.
ამ მნიშვნელოვან საქმეში ბავშვს სრულიად მხარს ვუჭერ და რაც მთავარია თვითონ არის მოწადინებული. მიხარია, რომ თვითონ არის აქტიურად ჩართული და ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება, არ ავიწყდება და ყოველი თვის ბოლო კვირას შემაჯამებელ ტესტს ასრულებს.
ამ დღეს წარმატება იზეიმა ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ბარბარე კაპანაძემ:
„ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა, ძალიან დიდი სიხარულია. ვცდილობ, არც ერთი ტესტი არ გამოვტოვო. ყოველ ხუთშაბათს სულმოუთქმელად ველოდები, დიპლომებს ვაგროვებ, ძალიან ბევრი მაქვს მოპოვებული და ვამაყობ ამ ყველაფრით, სკოლაშიც საზეიმოდ მილოცავენ ხოლმე წარმატებას, რაც მახარებს“.
ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება მე-5 კლასელი ბარბარე სამსონიძე:
„ძალიან მომწონს izrune.ge-ს ტესტები, ყოველ ხუთშაბათს სულმოუთქმელად ველოდები. გარდა იმისა, რომ ტესტები სახალისოა, სკოლაშიც ხშირად გამომდგომია აქ შეძენილი ცოდნა“.
შვილის მონდომებითა და მისი მიღწევებით ამაყობს ბარბარეს დედა თამარ ქველაძე:
„ეს პროექტი ზოგადი განათლების მიმართულებით ბავშვს ძალიან ბევრს აძლევს. ბარბარე ძალიან მოტივირებულია, ყოველ ხუთშაბათს ელოდება, რომ ტესტი გაიაროს, უკვე ტრადიციად გადაგვექცა - სკოლიდან მოსული ჯერ ტესტს ასრულებს და ასე მივყვებით უკვე ოთხი წელია. ტესტები ძალიან მოსწონს, რაც მთავარია, შეესაბამება მისი კლასის პროგრამას“.
დღეიდან კი „იზრუნელებს“ საზაფხულო შემეცნებითი თავგადასავალი ელით. სწორედ საზაფხულო ტესტების მიხედვით გამოვლინდებიან 2024-2025 სასწავლო წლის „ბედნიერების ელჩების“ ტიტულის მფლობელები.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ-ი 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება - კანონპროექტი პარლამენტშია
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
„მადლობა მაია მასწავლებელს თავდაუზოგავი შრომისათვის“
„ეს ექსკურსია იყო მნიშვნელოვნად გამდიდრებული როგორც საგანმანათლებლო, ისე ქცევითი და ემოციური გამოცდილებით“
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს