მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
izrune.ge - მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროექტი უკვე არაერთი წელია უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა განათლებაზე და სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ათასობით პატარა იზრუნელს აერთიანებს. ბავშვები ცოდნის განმტკიცებაზე, სიახლეების შეცნობაზე ორიენტირებულ ტესტებს დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ, იმტკიცებენ მიღებულ ცოდნას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებისა თუ პედაგოგების აქტიური ჩართულობით, izrune.ge-სთან ერთად, ხელჩაკიდებულნი გადიან გზას წარმატების მწვერვალებისკენ.
პროექტი, წარმატებით უწყობს ფეხს ტექნოლოგიურ განვითარებას და მოსწავლეებს სთავაზობს მომავალზე ორიენტირებულ განათლებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ ისეთი განათლება, რომელიც არა მხოლოდ მათ პიროვნულ წინსვლას, არამედ ქვეყნის საერთო კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, რომელმაც გააერთიანა ტექნოლოგიები და აკადემიური ცოდნა, მჭიდროდ შეკრა რგოლი - სკოლა, ოჯახი და საზოგადოება და საფუძველს უდებს საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებას.
22 ივნისს, izrune.ge-მ წარმატებულ „იზრუნელებს“ უმასპინძლა და მათი მიღწევები იზეიმა. ყველაზე აქტიურებს izrune.ge-ს დიპლომები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის ავტორმა - გოჩა ტყეშელაშვილმა მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისა და გულშემატკივრებისთვის პრეზენტაცია ჩაატარა, პროექტის მნიშვნელობაზე და გეგმებზე ისაუბრა.
ინოვაციური პროექტი მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეს ჰპირდება.
„წელს, პირველად, საზაფხულო ტესტების შედეგებზე დაყრდნობით izrune.ge-ს „ბედნიერების ელჩები“ შეირჩევიან, რომლებიც საზოგადოებაში ცოდნასა და სიკეთეს გაავრცელებენ. მოსწავლეთა მიღწევებს კი, izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი სასწავლო წლიდან, ხელოვნური ინტელექტიც შეაფასებს, მოსწავლეების მეგობარი „იო“ „იზრუნელებს“ ობიექტურ და მიზნობრივ რჩევევებს მისცემს და მათ მშობლებს სასწავლო სტრატეგიების შემუშავებას გაუმარტივებს.
სიახლეების შესახებ თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გვესაუბრება:
„izrune.ge როგორც ტექნოლოგიურად, ისე შინაარსობრივად სულ უფრო გამართული და სრულყოფილი ხდება.
შემოგვაქვს არაერთი ტექნოლოგიური სიახლე, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის izrune.ge-ში ბავშვებისა და ოჯახების ჩართულობას. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად ნახონ შედეგები: წარმატების დიპლომები, დაგროვილი ქულები, დახარჯული დრო, შეაფასონ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგრადობა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღბის უნარი. გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, თუ რომელ კითხვაზე გასცა სწორი პასუხი ყველაზე მოკლე დროში ან ყველაზე სწრაფად, რომელ კითხვაზე იფიქრა დიდხანს და მაინც არასწორი პასუხი გასცა, ან რომელ კითხვაზე იფიქრა დიდხანს და თავი შეიკავა, იყოყმანა. ეს ყველაფერი იძლევა გარკვეული დასკვნებისა და ანალიზის საშუალებას, თუმცა, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უკვე ალგორითმი, რომლის მიხედვთაც ამ მონაცემებსა და ინფორმაციას დაამუშავებს ხელოვნური ინტელექტი და უკუკავშირის სახით, გასცემს კონკრეტულ რჩევებს, როგორ განვითარდეს მომავალში, საითკენ აქვს მიდრეკილება. ეს ყველაფერი კი იქნება ძალიან გამარტივებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიები ხვალინდელი დღეა, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო და უფრო მეტად შემოდის ადამიანების ცხოვრებაში, ეს ფაქტია, და ხვალ და ზეგ უფრო მეტად შემოვა.
აღსანიშნავია, რომ დაცული იქნება პირადი მონაცემები, თუ ეს ინფორმაცია არ სურს მშობელს გააზიაროს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
გვექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, წინასწარ გამოქვეყნდება 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარული გზამკვლევი. მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ, რომელ ხუთშაბათს რა ტესტია და რომელი კვირა უწევს შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს. ეს მნიშვნელოვანია მათი ოჯახების ინფორმირებულობისთვის და უფრო აადვილებს მოსწავლეების განვითარებას.
ყველას ახსოვს, როგორი მსხვილი პროექტი იყო თავის დროზე „ეტალონი“, 200 ათასმა ადამიანმა გაიარა და აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრებაში წარმატებულია. ვაგრძელებთ ამავე გზას. დავამატეთ მნიშვნელოვანი კომპონენტი - სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ტექნოლოგიებიც განახლების საშუალება გვაძლევს, ამიტომ ზაფხულის შედეგების მიხედვით, შეირჩევა 100 მოსწავლე, რომელთაც მიენიჭებათ სტატუსი - „2025-2026 სასწავლო წლის ბედნიერების ელჩები“, ეს მოსწავლეები სტატუსს ერთი წლის განმავლობაში ატარებენ.
ამ სტატუსის მატარებლებს ექნებათ უფლებები და მოვალეობები, ისინი მომავალ თაობას უბიძგებენ, იყვნენ უფრო მეტად აქტიურები და განათლებულები, მეტად ჩაერთონ izrune.ge-ში, სამეცნიერო კონფერენციებში, აქტივობებში და ა.შ. უფრო განვითარებულები და უკეთესები გახდნენ, გააზიარონ ცოდნადა წარმატება.
სასწავლო წლის ბოლოს კი გამოვლინდებიან „საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახები“.
ამ ოჯახებსა და მათი შვილების წარმატება ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ეცნობება როგორც სკოლას, ასევე მუნიციპალიტეტს და საბოლოო ჯამში განათლების სამინისტროს. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იცოდეს, რომ საქართველოში არიან „საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახები“, რომლებიც ზრდიან სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ შვილებს“, - აღნიშნავს პროექტის ავტორი.
„იზრუნებელს“ კი წინ სახალისო, შემეცნებითი საზაფხულო ტესტები ელოდებათ, ყველაზე აქტიურები სასწავლო წლის დასაწყისში „ბედნიერების ელჩის“ სტატუსს მოიპოვებენ, გაავრცელებენ ცოდნას და საკუთარ წვლილს შეიტანენ განათლებული და ბედნიერი საზოგადოების ფორმირებაში.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადების ვადა ცნობილია
რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები, სიტყვებისა და დამხმარე სიტყვების ჩასმის დავალების კარგად შესასრულებლად
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს