სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებისას უნდა დაიცვან
15-06-2025
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. შესაბამისად უკვე მნიშვნელოვანი და დროულია იმის გაგება თუ რა წესების დაცვა მოუწევთ აპლიკანტებს ტესტირების პროცესში, ამიტომაც გთავაზობთ, წესების ჩამონათვალს რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არის შედგენილი. 

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:

საგამოცდო სექტორში მოძებნეთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი;

მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, შეგიძლიათ დადოთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა).

წყალი პლასტმასის ბოთლით უნდა დადგათ იატაკზე.

პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია - ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ.

იმ შემთხვევაში თუ პასუხების ფურცელზე აღმოაჩენთ ხარვეზს ან დაზიანებას, მას ახლით შეგიცვლიან.

პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის ველში.
ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ დამკვირვებელს.

გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.


გაითვალისწინეთ, თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართეთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროთ პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცელი. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში, ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს. 

აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მითითება, მათ შორის, გადაწყვეტილება გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წინასწარ მოითხოვეს სპეციალური პირობების შექმნა და წარმოადგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც ცენტრში შექმნილმა კომისიამ (რეგისტრირებულ ფუნქციონალური დარღვევის მქონე აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი ცნობების განხილვის თაობაზე შექმნილი კომისია) დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება