სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ვალდებულება აქვს ადმინისტრაციას, თუ ბავშვი სკოლას მუშაობის გამო აცდენს - არასრულწლოვანთა შრომითი ნორმების დარღვევის გამო 2 ობიექტი დაიხურა
14-06-2025
-
+


შრომის ინსპექციამ ბავშვთა შრომის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დარღვევა გამოვლინდა 9 სამუშაო ადგილზე 30 არასრულწლოვანთან მიმართებით.
 
2024 წელს, 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“-თ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევა გამოვლინდა 9 სამუშაო ადგილზე 30 არასრულწლოვანთან მიმართებით.
 
გამოვლენილი დარღვევების შედეგად სამსახურის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და ობიექტები დაჯარიმდა შესაბამისი წესით. ორ შემთხვევაში კი შრომის ინსპექციის სამსახურმა შეუჩერა საქმიანობა 2 ობიექტს, რომელთაც დასაქმებული ჰყავდათ არასრულწლოვანი მათთვის შეუსაბამო პოზიციაზე.
 
შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. სამუშაო ადგილზე დაცული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მუშაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ბავშვის განვითარებას.
 
რას ნიშნავს ბავშვის შრომითი უფლებები?
 
ბავშვის შრომის უფლებებს ასევე იცავს ბავშვის უფლებათა კოდექსი და შრომის კოდექსი.
 
14 წლამდე ასაკის ბავშვები მხოლოდ ისეთ სფეროში შეიძლება საქმიანობდნენ, რომელიც სპორტთან, ხელოვნებასთან, კულტურასთან ან სარეკლამო საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
 
16 წლამდე ასაკის ბავშვის დასაქმება დასაშვებია, მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
 
14-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 საათს, ხოლო კვირაში, ჯამში, 24 საათს.
 
16-დან 18 წლამდე ბავშვების სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6 საათს, ხოლო კვირაში, ჯამში, 36 საათს.
 
აკრძალულია ბავშვის მუშაობა სწავლის საათებში და ღამით. არ შეიძლება, ბავშვი მუშაობდეს სკოლის პერიოდში, როცა ის გაკვეთილებს უნდა ესწრებოდეს და ღამით, როდესაც უნდა ეძინოს.
 
თუ სკოლის ადმინისტრაციისთვის ცნობილია, რომ ბავშვი გაკვეთილებზე ყოფნის ნაცვლად მუშაობს, აუცილებლად უნდა შეატყობინოს შრომის ინსპექციის სამსახურს ან სოციალურ მუშაკს.
 
აუცილებელია არასრულწლოვანსა და ორგანიზაციას შორის, სადაც ის მუშაობს გაფორმებული იყოს შრომითი ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება რა საქმიანობას შეასრულებს ბავშვი, რომელ დღეებში და რამდენი საათით იმუშავებს, რომელ საათზე და რამდენი ხნით შეისვენებს, რამდენი დღე შეუძლია დასვენება, ასევე გაწერილი უნდა იყოს ანაზღაურების პირობები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება