სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღებში კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია, არ არსებობს სამოქმედო გეგმა...“ - აუდიტის ანგარიში აჭარის ა/რ სკოლამდელ დაწესებულებებს ეხება
11-06-2025
-
+


სახელმწიფო აუდიტის 2024 წლის ანგარიშში საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გა­მოვ­­ლენი­­ლ პრობ­ლე­­მე­ბზე.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მოძველებულია, არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, საჭიროებს რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ სამოქმედო გეგმა. ამასთანავე, ბაღებში არასათანადო ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო რესურსების არსებობას და მდგომარეობას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. რაც შეეხება რეკომენდაციას, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ბათუმის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებმა უნდა შეიმუშაონ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმა.

„აღნიშნულ დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ის აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჯარო ბაღების საყოველთაო ხელმისაწვდომობას და არსებული ინფრასტრუქტურული, ასევე საგანმანათლებლო რესურსის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სკოლამდელ დაწესებულებებში საკადრო პოლიტიკა არაეფექტიანია, არ არის საკმარისი რაოდენობის სათანადო კვალიფიციური პერსონალი. აღმზრდელ­-­პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული მხოლოდ 20-42%-მა გაიარა. მუნიციპალიტეტებში პროფესიული განვითარების ღონისძიებები არასაკმარისია. არ არის სათანადო ინტენსივობით დაგეგმილი აღმზრდელ­-­პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები.

რე­კო­მენ­დაცი­­ა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა, სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაონ აღმზრდელ­-­პედაგოგთა უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის სისტემა და ორგანიზება გაუწიონ მათ გადამზადებას, რაც ხელს შეუწყობს დაწესებულების ავტორიზაციის პროცესს“, - ნათქვამია ანგარიშში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება