| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ტოლის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულსა და ტოლერანტობას უღვივებს მომავალ თაობებს.
ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, ტოლის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია „კინოს დღე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „საოცრება“ - ყველაზე კეთილი ამბავი იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მსოფლიოც შეცვალოს და საკუთარი თავიც.
ბავშვებმა ნახეს, მთავარი გმირი ოგი პულმანი - გამორჩეული გარეგნობით სკოლასა და საზოგადოებაში სხვადასხვა პრობლემას აწყდება. კლასელები თვლიან, რომ თუ ოგის შეეხებიან, დაავადება დაემართებათ, ამიტომაც მასთან კომუნიკაციას გაურბიან, სხვა მაგიდასთან სხდებიან, ჩუმად დასცინიან. კეთილი მშობლები და და ბავშვს ანუგეშებენ. ერთ მომენტში ოგი სკოლის მიტოვებასაც გადაწყვეტს, ბევრ შინაგან ბრძოლასა და გამოცდას გაივლის და ბოლოს მაინც გაიმარჯვებს. ეს არის ყველაზე კეთილი ამბავი იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მსოფლიოც შეცვალოს და საკუთარი თავიც.
ფილმის ნახვის შემდეგ კი ისაუბრეს ბულინგის თემაზე და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა