| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. სკოლის ეზოში შეიკრიბა სასკოლო საზოგადოება - მშობლები, მოსწავლე-მასწავლებლები. მე-12 კლასის მოსწავლეებმა სიმბოლურად ესტაფეტა პირველკლასელებს გადასცეს.
მათ წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, „ბოლო ვალსიც“ შეასრულეს, შემდეგ კი თვალცრემლიანი დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
„წინსვლა ყოფილიყოს მათი თანამგზავრი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა