| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომლებიც მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას ემსახურება.
ასეთი აქტივობები ხელს უწყობს როგორც ცოდნის განმტკიცებას, ასევე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას.
აღსანიშნავია, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხული, ყვავილები...“.
ღონისძიება მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ანა დარბინიანის ორგანიზებით გამართეს და ზღაპრული სანახაობა წარმოადგინეს.
მუსიკის ფონზე ბავშვებმა გაზაფხულისა და ყვავილებისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების მიმდინარეობისას ეკრანზე ნაჩვენები იყო საგაზაფხულო ყვავილების ამსახველი სურათები. ღონისძიებას თან ახლდა სიმღერები და საცეკვაო ნომრები.
ბავშვებმა სკოლაში ნამდვილი საგაზაფხულო განწყობა დაატრიალეს და მხურვალე აპლოდისმენტებით დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა