სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცვლილება სკოლის და ბაღის ექსკურსიებს მომავალი წლიდან შეეხება - დეტალები
02-06-2025
-
+


2026 წლის 1 იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის, შესაბამისი კლასისა და დასაჯდომი ადგილების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, რეგულაცია 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო და რა თქმა უნდა, სასკოლო ასევე ბაღების ექსკურსიებსაც შეეხებოდა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება  სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და  შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების  შეძენისათვის.

„აღსანიშნავია, რომ წარმატებით მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებში, ის პირები რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ქვეყნის შიდა რეგულარულ და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას,  2024 წლიდან ეტაპობრივად განებართვიანდნენ. 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ნებართვის მფლობელთა რიცხვმა  2400 გადამზიდველს გადააჭარბა, ნებართვის მიღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში მზარდია.

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმის კვალდაკვალ, აგრძელებს საავტომობილო სამგაზვრო გადაყვანებში ჩართულ პირებთან თანამშრომლობას, რაც პირველ რიგში მიზნად ისახავს გადამზიდველებისა და ავტოსადგურების ინტერესების მაქსიმალურ  დაცვასა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - წერია განცხადებაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა
 
საშემოდგომო შეჯამებასავით გავუკეთოთ ია
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება