სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტების ხელშეწყობისთვის უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შევიდა - დეტალები
30-05-2025
-
+


„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელშიც განისაზღვრა, რომელ აბიტურიენტებს შეუწყობენ ხელს და ვინ შეძლებს უმაღლესში ეროვნულების გარეშე ჩარიცხვას. 

აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადის ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ოქროსმედალოსნები, ვერცხლისმედალოსნები ან ბრინჯაოსმედალოსნები, აგრეთვე სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი) მონაწილეობის უფლებას.

ამ პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაციები აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება