სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლებში მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა - ვაკანსიების რაოდენობა და რეგისტრაციის ვადები
20-05-2025
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: 

) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

ა.ქ. თბილისი - 32 ვაკანსია;

 აჭარისა და გურიის ცენტრი:

ბ.ა) ქ. ბათუმი - 12 ვაკანსია;

ბ.ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალა - 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

გ.ა) ქ. ფოთი - 1 ვაკანსია;

გ.ბ) სენაკის მუნიციპალიტეტი სოფელი ძველი სენაკი -  1 ვაკანსია;

იმერეთისრაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

დ.ა) ქ. ქუთაისი - 3 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი:

ე.ა) დაბა სურამი - 1 ვაკანსია;

ე.ბ) ქარელი მუნიციპალიტეტის დაბა აგარა - 1 ვაკანსია;

 ქვემო ქართლის ცენტრი:

.ქ. თეთრიწყარო - 1 ვაკანსია;

.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზქენდი - 2 ვაკანსია;

ვ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალო - 1 ვაკანსია;

ვ.დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმისი - 1 ვაკანსია;

ვ.ე) ქ.დმანისი - 3 ვაკანსია;

.დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი - 2 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი:

ზ.ა) საგარეჯო - 1 ვაკანსია;

ზ.ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახი - 1 ვაკანსია;

ზ.გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაური - 1 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:

.დაბა ბაკურიანი 2 ვაკანსია. 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;

ნასამართლობის არმქონე;

სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;

სახელმწიფო ენის მცოდნე;

სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული).

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გასაგზავნი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დოკუმენტის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა ის იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრიდან.                   

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი.

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

 კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);

მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;

იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.

საბუთების წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;

მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა თვე-ნახევარი;

მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე  მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.

დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 202წლის 20 მაისიდან - 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით;

კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევებს 14 ბავშვი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა - შსს-ს 6 თვის სტატისტიკა

„ჩატარდება ქართულის მართლწერის ტრენინგები... განახლდება სახელმწიფო ენის ნორმები“ - სტრატეგია 

ბაღის პერსონალის დამატებითი 3 ვალდებულება - ეთიკის ნორმებში ცვლილება შევიდა

მაგისტრანტობის მსურველთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო - გასაჩივრება 50 ლარი ღირს

პიროვნება
„ჩემთვის მნიშვნელოვანია სასიამოვნოდ აეწყოს ურთიერთობა სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლს შორის“
 
 
 

საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ შანგუა პასუხობს

 

სკოლები

მოსწავლეები კი ჩემთვის პატარა მეგობრები არიან, მიყვარს მათთან ურთიერთობა, ვცდილობ გვერდში დავუდგე და ხელი შევუწყო

 

„მოსწავლეები ჩემთვის პატარა მეგობრები არიან. ვცდილობ, გვერდში დავუდგე, ხელი შევუწყო

 

 

საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება