სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ განაცხადს დღის ბოლომდე, არ წარადგენთ NAEC-ში, ეროვნულებზე ვერ გახვალთ - 15 მაისი ბოლო ვადაა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
15-05-2025
-
+


2025 წლის აბიტურიენტების ნაწილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დოკუმენტის წარმოდგენა 15 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. 
 
ინფორმაცია ეხება აპლიკანტებს, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ირიცხება როგორც არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე, თუმცა სწავლობს  ნებისმიერი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კლასში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ირიცხება დამამთავრებელ კლასში. 
 
არადამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებმა, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ განაცხადით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს . მათ განაცხადს უნდა დაურთონ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). 
 
მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია: 
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ რიცხულობის თაობაზე დოკუმენტი შესაძლებელია გაიცეს როგორც სკოლის, ისე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ; 
  • ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტს გასცემს შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
  • განაცხადები მიიღება თბილისში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (ე. მინდელის ქუჩა N9), რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით. 
თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
 
იმ გამოსაცდელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: 032 2 47 33 33
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება