სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

61 საბავშვო ბაღი, რომელიც ავტორიზაციისთვის განაცხადს 2025 წელს გააკეთებს - სია და ინსტრუქცია
08-05-2025
-
+


ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით მოქმედი იურიდიული პირების ავტორიზაციის გავლის განრიგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრს აქვს გამოქვეყნებული.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ 2025 წლიდან 2029 წლის ჩათვლით 455 საბავშვო ბაღი გაივლის. 2025 წელს ავტორიზაციის გასავლელად განაცხადს 61 საბავშო ბაღი გააკეთებს. სია:

როგორ შევავსო და წარმოვადგინო ავტორიზაციის განაცხადი?

ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარმოდგენა შეგიძლიათ როგორც ელექტრონულად (ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით), ასევე მატერიალურად (ფიზიკურად ცენტრში მოტანით).

ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ავტორიზაციის განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია:

ა) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით - თუ თქვენს დაწესებულებაში სარგებლობთ ასეთი სისტემით;
ბ) ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge -ზე ავტორიზაციის განაცხადის გამოგზავნით.

ფიზიკურად ცენტრში მოსვლის შემთხვევაში ავტორიზაციის განაცხადის შევსებული ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის (დისკი, ფლეშ მეხსიერების ბარათი) მეშვეობით.

ავტორიზაციის განაცხადი შევსებული უნდა იყოს დაწესებულების სატიტულო ფურცელზე და თან უნდა ერთვოდეს დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და თვითშეფასების ფორმით განსაზღვრული დანართები.

დაწესებულებას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დანართებიც, რომლითაც ადასტურებს ავტორიზაციის სტანდარტების ინდიკატორის/ კრიტერიუმის/კომპონენტის შესრულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ავტორიზაციის განაცხადის ცენტრში წარმოდგენა ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საქმისწარმოება ოფიციალურად დაწყებულია. ავტორიზაციის მინიჭების ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის განაცხადის წარმოდგენის დღიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

(დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარდგენის წესი იხ. ბმულზე https://cutt.ly/4wdhWnub.
დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმა იხ. ბმულზე https://eqe.ge/ka/page/static/1074/formebi, დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის შევსების გზამკვლევი იხ. ბმულზე https://cutt.ly/9wdhUUZX).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება