| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ცხადია სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედამიწის დღე.
პედაგოგი ირმა ჯავახიშვილი თავის მოსწავლეებთან ერთად ამ გარემოსდაცვით ღონისძიებას ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე გამოეხმაურა. გაკვეთილის თემა გახლდათ - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე დაამზადეს კედლის გაზეთი, შექმნეს ნახატები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია
ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ ხათუნა შალიკაშვილის ინიციატივით, დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები და კლასი სხვადასხვა დეკორაციით გააფორმეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მადლობა, ჩვენს საყვარელ მოსწავლეს ამ ლამაზი ინიციატივისთვის!“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად