სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზიაში გაცოცხლებული ისტორია“- შთამბეჭდავი ღონისძიება ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
02-05-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა პტრიოტული სულისკვეთების დამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

16 აპრილს, მ. არახამიას სახელობის აუდიტორიაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ვახტანგ შარადენიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა 9 აპრილთან, ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია - „პოეზიაში გაცოცხლებული ისტორია“.

ღონისძიებაში მონაწილეობდა - მე-5გ (დამრიგებელი ა. ჯამბურიძე), მე-6ა (დამრიგებელი თ. გაჩეჩილაძე), მე-6ბ (დამრიგებელი ნ. ირემაძე) და მე-9გ (დამრიგებელი ვ. შარადენიძე) კლასების 12 მოსწავლე.

წამყვანებმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ შეახსენეს საქართველოს გმირული ისტორიის ცალკეული ფაქტები, წარმოითქვა გამოჩენილი ქართველი პოეტების (ლ. ასათიანის, ს. ჩიქოვანის, ა. კალანდაძის, მ. ლებანიძის, კ. ნადირაძის და სხვ.) ლექსები, რომლებიც ამ ისტორიულ ფაქტებს მაღალმხატვრულად აცოცხლებდნენ. ღონისძიება მიმდინარეობდა თითოეული ისტორიული მოვლენის ამსახველი სურათების ფონზე.

მოსწავლეებს კარგად ჰქონდათ გააზრებული სათქმელი და მთელი მონდომებით ცდილობდნენ თავიანთი ემოციებისა და განცდების მსმენელამდე მიტანას.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც სიტყვით გამოსვლისას საჯაროდ გამოხატეს სკოლის დირექტორმა, ნ. ვარდოსანიძემ, სასწავლო ნაწილმა, ი. ჩინჩალაძემ და დამსწრე პედაგოგებმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება